ორივე ჯერზე მსახიობმა დაუჯერებლად სწრაფად მოახერხა ზედმეტი კილოგრამების მოცილება და სასურველ ფორმაში ჩადგომა. ჯესიკამ თავისი მოხდენილობის საიდუმლოს მხოლოდ ახლა ახადა ფარდა.
ჯესიკა ალბა არა მხოლოდ წარმატებული მსახიობი და მოდელია, არამედ ბედნიერი ცოლი და ორი ქალიშვილის დედაა. მისი უმცროსი შვილი 2011 წლის აგვისტოში დაიბადა. ორივე ჯერზე მსახიობმა დაუჯერებლად სწრაფად მოახერხა ზედმეტი კილოგრამების მოცილება და სასურველ ფორმაში ჩადგომა. ჯესიკამ თავისი მოხდენილობის საიდუმლოს მხოლოდ ახლა ახადა ფარდა.როგორც აღმოჩნდა, 31 წლის ვარსკვლავი ზედიზედ სამი თვე ატარებდა სპეციალურ ორქამრიან
კორსეტს, რომელიც წელსა და გულმკერდზე მჭიდროდ ჰქონდა მიკრული. მართალია, თავად არ იყო აღფრთოვანებული ამ საშუალებით, მაგრამ იმ მომენტში არჩევანი არ ჰქონია.
- სასტიკი მეთოდია, - ამბობს ჯესიკა, - დღე და ღამე ვატარებდი კორსეტს და ეს საშინელება იყო. მცხელოდა და სულ ვოფლიანობდი, ამას ბევრი ვერ გაუძლებს. ორივე შვილის დაბადების მომენტიდან მეკეთა ეს საშინელი ქამარი და ორი-სამი თვე ასე დავდიოდი. თუმცა შედეგი წვალებად ნამდვილად ღირდა.