მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და წარმატებული ადამიანები ხშირად დასვენებისთვის მყუდრო და უჩვეულო ადგილს არჩევენ. ბევრ მათგანს კი ეგზოტიკურ ქვეყნებში უყვარს შვებულების გატარება.
სად და როგორ ისვენებენ მდიდარი ადამიანები, ამის შესახებ გამოცემა "ფორბსი" აქვეყნებს სტატიას.
"ფორბსის" ინფორმაციით, ბოლო არდადეგები "ფეისბუქის" დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა, რომელიც მოკრძალებული ცხოვრების წესით არის ცნობილი, ვიეტნამში გაატარა. მოგზაურობაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი მეუღლესთან, პრისცილა ჩანთან ერთად გაემგზავრა.
წლევანდელი ზაფხულის გატარება შოტლანდიაში გადაწყვიტა
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა შვებულების დროს გოლფის თამაშია. გავრცელებული ინფორმაციით, წლევანდელი ზაფხულის გატარებას ბარაკ ობამა ჰავაიში გეგმავს, სადაც გაპრეზიდენტების შემდეგ, თითქმის ყოველი საშობაო და საზაფხულო არდადეგების დროს ოჯახთან ერთად ჩადის. ბოლო 6 წლის განმავლობაში ჰავაიზე დასვენება ობამების ოჯახს დაახლოებით 4 მილიონი დოლარი დაუჯდათ.
"მაიკროსოფტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი პოლ ალენი მალიბუდან მოშორებით, საკუთარ კუნძულზე დასვენებას ამჯობინებს.
იხილეთ სრულად