დუგლას ჯონ ბუტი 1992 წლის 9 ივლისს დაიბადა ლონდონში. მამა ბრიტანელი
შემდეგ სამსახიობო სკოლაშიც ჩააბარა და სამსახიობო ოსტატობა დახვეწა. ახალგაზრდული თეატრის ხელმძღვანელობამ ურჩია, თავი დაენებებინა რაგბის თამაშისთვის, რომელიც ასევე ძალიან უყვარდა, და შემოქმედებითი კარიერისთვის მიეხედა. დუგლასმა ცოტა ხნის წინ ისიც აღიარა, რომ ბავშვობიდან ებრძოდა დისლექსიას. ეს ნევროლოგიური დაავადება ბავშვებს კითხვის სწავლას ურთულებს. თუმცა დუგლასმა ყველა სირთულე დაამარცხა და კარიერის აწყობას შეუდგა.
პატარა ასაკიდანვე, მსახიობობასთან ერთად მოდელობდა. ემა უოტსონთან ერთად „ ბარბერის“ სარეკლამო კამპანიაშიც მიიღო მონაწილეობა. 2011 წელს კი გამოჩნდა როლი სატელევიზიო დრამაში „ დიდი იმედები“ , რომელიც ჩარლზ დიკენსის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით იყო გადაღებული. იმავე წელს გამოჩნდა რომანტიკულ კომედიაში „ ზაფხული. თანაკლასელები. სიყვარული“ , მაილი საირუსთან ერთად. მერე კი იყო ბოი ჯორჯის მართლაც წარმატებული როლი.
შექსპირის უკვდავი ნაწარმოების მორიგ ინტერპრეტაციაში მას პარტნიორობა ჰაილი სტენფილდმა გაუწია. ვნახოთ, როგორ მიიღებს ახალ შეყვარებულ წყვილს საზოგადოება. დუგლასის გარეგნობამ უკვე გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა და ბევრმა აღიარა, რომ ლეგენდარული, ძეფირელისეული ეკრანიზაციის მერე ასეთი კარგი რომეო ჯერ არ შეურჩევიათ.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, დუგლასი აღიარებს, რომ არ არის გეი, როგორც ბევრს ჰგონია და უკვე რამდენიმე წელია, ერთსა და იმავე გოგონას ხვდება. თავისუფალ დროს კი ან თხილამურებით სრიალებს, ან ველოსიპედით დაქრის. „ არ ვეწევი და გულზე ხელს დავიდებ და ვიტყვი, რომ არც ნარკოტიკები მიმიღია. გლანსტონბარიში ვიყავი წვეულებაზე შარშან. ჩემ გარშემო ხალხი რაღაც აბებს ყლაპავდა. მე მსახიობი ვარ, ჩემი სხეული ინსტრუმენტია. ამიტომ, როგორც უნდა მინდოდეს ხანდახან გართობა, ვამჯობინებ გონივრულ საშუალებებს, ექსტრემალური სპორტის მსგავსს“ ,- ამბობს ბუტი.
ჟურნალი „რეიტინგი“