გოგონები დიდხანს სწავლობდნენ კოორდინირებულ მოძრაობას. ყველაზე მეტად კი სიარული უჭირდათ. თითოეული და აკონტროლებს ხელს და ფეხს თავის მხარეს და თითოეული გრძნობს შეხებას მხოლოდ სხეულის „მის“ ნაწილზე. ები 157 სანტიმეტრი სიმაღლისაა, ბრიტანი კი - 147 სანტიმეტრი, ამიტომ ბრიტანის ფეხის წვერებზე უწევს აწევა, რომ დას სიარულში აჰყვეს.
„რა თქმა უნდა, განსხვავებულები ვართ. მაგალითად, ბრიტანის ნეიტრალური ფერების სამოსი უყვარს, სამკაულების გარეშე, მე კი კაშკაშა ნივთები მომწონს, - ამბობს ები, - ჩემს დას უყვარს სეირნობა, მე კი შინ ყოფნას ვამჯობინებ. ყავაზეც სხვადასხვა რეაქცია გვაქვს - რამდენიმე ფინჯანის შემდეგ მას პულსი უჩქარდება, მე - არა“.
სიამის ტყუპს უნივერსიტეტში სწავლაც გაუჭირდა. ების მათემატიკური მიდრეკილებები აქვს, ბრიტანის მეტად შემოქმედებითი საგნები უფრო აინტერესებს. საბოლოოდ, დაწყებითი კლასების მასწავლებლის პროფესია აითვისეს.
საინტერესოა ისიც, რომ სკოლაში ტყუპი ერთი ადამიანის ხელფასს მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის დიპლომი ორივეს ცალ-ცალკე აქვს.