01 მაისი, 2013
ორთავიანი ქალი მასწავლებლად მუშაობს
„განსხვავებულები ვართ. მაგალითად, ბრიტანის ნეიტრალური ფერების სამოსი უყვარს, სამკაულების გარეშე, მე კი კაშკაშა ნივთები მომწონს, - ამბობს ები, - ჩემს დას უყვარს სეირნობა, მე კი შინ ყოფნას ვამჯობინებ. ყავაზეც სხვადასხვა რეაქცია გვაქვს“. ცნობილ სიამის ტყუპს - ებიგეილ და ბრიტანი ჰენსელებს, ორი თავი, ორი გული, ორი წყვილი ფილტვი აქვთ, ხოლო საერთო აქვთ ღვიძლი, შარდის ბუშტი, მსხვილი ნაწლავი, სასქესო სისტემა და გულმკერდი. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, გოგონები აქტიურად ცხოვრობენ: უნივერსიტეტი დაამთავრეს და სკოლაში დაიწყეს მუშაობა. ერთმანეთს შეზრდილი ტყუპი
ფიზიკურად ერთ მთლიანად რჩება, თუმცა, მათივე თქმით, სავსებით სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ.


გოგონები დიდხანს სწავლობდნენ კოორდინირებულ მოძრაობას. ყველაზე მეტად კი სიარული უჭირდათ. თითოეული და აკონტროლებს ხელს და ფეხს თავის მხარეს და თითოეული გრძნობს შეხებას მხოლოდ სხეულის „მის“ ნაწილზე. ები 157 სანტიმეტრი სიმაღლისაა, ბრიტანი კი - 147 სანტიმეტრი, ამიტომ ბრიტანის ფეხის წვერებზე უწევს აწევა, რომ დას სიარულში აჰყვეს.

„რა თქმა უნდა, განსხვავებულები ვართ. მაგალითად, ბრიტანის ნეიტრალური ფერების სამოსი უყვარს, სამკაულების გარეშე, მე კი კაშკაშა ნივთები მომწონს, - ამბობს ები, - ჩემს დას უყვარს სეირნობა, მე კი შინ ყოფნას ვამჯობინებ. ყავაზეც სხვადასხვა რეაქცია გვაქვს - რამდენიმე ფინჯანის შემდეგ მას პულსი უჩქარდება, მე - არა“.

სიამის ტყუპს უნივერსიტეტში სწავლაც გაუჭირდა. ების მათემატიკური მიდრეკილებები აქვს, ბრიტანის მეტად შემოქმედებითი საგნები უფრო აინტერესებს. საბოლოოდ, დაწყებითი კლასების მასწავლებლის პროფესია აითვისეს.
საინტერესოა ისიც, რომ სკოლაში ტყუპი ერთი ადამიანის ხელფასს მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის დიპლომი ორივეს ცალ-ცალკე აქვს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტო გალერეა
კომენტარი / 9 /
ნანი
ეკლესიაში შედით ხალხო სირცხვილია,რაებს წერთ ცოტა მაინც დაფიქრდით
22:14 / 16-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რა უგულო ხალხი ხართ.არანაირი თანაგანცდა.თქვენ ყოჩაღ.ცოტა დაუკვირდით რას წერთ.საერთოდ ოდესმე ეკლესიაში გაგივლიათ?ან ერთხელ თუ მაინც წაგიკითხავთ ლოცვა.....
22:11 / 16-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
სამწუხაროთ, თუ სამაგიეროდ თქვენ მახინჯი სული გაქვთ რაც ბევრად უარესია, ამათგან რა დედა უნდა დადგეს ან რა უნდა ასწავლონ შვილებს.ზ მასხარები არიან
17:25 / 16-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნწ,ნწ,ნწ...
კომენტატორებო, ესეთი დეგრადირებული თქვენით ხართ თუ მშობლებისგან გადმოგყვათ? ეკლესიაში შესვლის დროს საკურთხეველთან არ დაენარცხოთ-- შანსი არაა თქვენ,რომ "მორწმუნეები" თუ რაღაცეები არ გერქვათ!!!
01:14 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ეს მეორე როგორ დაჩაგრულა,ფეხისწვერებზე დადისო საწყალი.ნეტავ ნიშნების დაწერაზე,როგორ თანხმდებიან/? ესენი რო კლასში შევლენ, თუ შევა, ამერია უკვე, ის ბავშვები დამანახა.
14:49 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS