მერაია კერის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ასობით კონცერტი გაუმართავს და უამრავი კლიპი გადაუღია, ყოველთვის ყველაფრისთვის მზად იყო. თუმცა 32 წლის ქმარმა მაინც მოახერხა, რომ მერაიასთვის „ხაფანგი დაეგო“. სწორედ რეპერი იყო ცოლის მორიგი ვიდეოკლიპის რეჟისორი და მისი
გადაღებები ღამის კლუბში მიმდინარეობდა, მანჰეტენზე. ნიკ კენონი გამუდმებით უყვიროდა მერაიას, ნუ გძინავს, უფრო ჩქარა, უფრო ჩქარა, დაანთე! საბოლოოდ მერაია ცუდად შეტრიალდა და დაეცა. მერე კი აღმოჩნდა, რომ მხარი ამოიგდო. მინიოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მომღერალი შინ გაუშვეს.
ჟურნალი „რეიტინგი“