02 ივლისი, 2015
ანფისა ჩეხოვამ და გურამ ბაბლიშვილმა ოფიციალურად იქორწინეს
პატარძალს ორი საქორწინო კაბა ეცვა - იისფერი და თეთრი
ამ წყვილს ურთიერთობა არ ჰქონდა დაკანონებული და თითქოს არც აპირებდნენ. თუმცა მოულოდნელად იქორწინეს. 37 წლის ტელეწამყვანმა და მისმა 34 წლის ქართველმა ქმარმა, მსახიობმა გურამ ბაბლიშვილმა სეიშელის კუნძულებზე გადაიხადეს ქორწილი. პლაჟზე შემდგარი ქორწილის ერთადერთი სტუმარი მათი 3 წლის ვაჟი სოლომონი იყო.

ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, პატარძალს ორი საქორწინო კაბა ეცვა - იისფერი და თეთრი.
შარშანდელი ზაფხული წყვილმა საქართველოში გაატარა, წელს კი სეიშელის კუნძულებს მიაშურეს და ეს ცერემონიაც დაგეგმეს.

იხილეთ ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS