ცნობილმა რუსმა მომღერალმა ვალერიამ ბრიტანული ტელეარხ ბი-ბი-სის ეთერში სამამულო შოუბიზნესის წარმომადგენელი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე მომღერლები ჩამოთვალა. ამას დიდი სკანდალი მოჰყვა, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა არ ცხრება.
მომღერალი ჟურნალისტ ანტონ კრასოვსკისთან ცხარე დისკუსიაში იყო ჩართული. ამ უკანასკნელმა თავის დროზე საკუთარი არატრადიციული ორიენტაცია აღიარა.
მისმა სიტყვებმა შოუბიზნესის ვარსკვლავებს შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ქსენია სობჩაკმა მომღერალს ''ჩამშვები'' უწოდა. მას ლოლიტა მილიავსკაიაც აჰყვა: ''საერთოდ, ბი-ბი-სიდან ჯერ მე დამირეკეს, როგორც ადამიანს, რომელიც ცნობილია ჩვენს ქვეყანაში გეიკულტურის მხარდაჭერით. ხაზს ვუსვამ, ვგულისხმობ სწორედ კულტურას და არა ერთსქესიანი სიყვარულის გავრცელებასა და პროპაგანდას... მაგრამ რაკი მე ინგლისურად კარგად ვერ ვლაპარაკობ, ღია ეთერში ამ თემაზე ვერ ვიმსჯელებდი. ამიტომ ვალერიას დაურეკეს და მანაც შესანიშნავი ინგლისურით გამოთქვა თავისი აზრი.
მიმაჩნია, რომ სანამ ვიღაცას დაასახელებდა და ასეთ რამეს ილაპარაკებდა, ჯერ თავისი კოლეგებისთვის უნდა ეკითხა, შეიძლებოდა თუ არა ამის გაკეთება. ეს ხომ პირადი ცხოვრების საზღვრების დარღვევაა, ასე მგონია'' .
პრესაში კი ვალერიას თავისი ერთ-ერთი კლიპიც გაახსენეს, რომელშიც რამდენიმე გოგონასთან ერთად საკმაოდ გულახდილ სცენაშია გადაღებული.

ვალერია იძულებული გახდა, კიდევ ერთხელ გაეკეთებინა კომენტარი თემაზე. აღიარა, რომ მეგობრობს და თანამშრომ-ლობს ჰომოსექსუალებთან და არაფერი აქვს ამ მოვლენის საწინააღმდეგო. ისიც თქვა, რომ სავსებით დარწმუნებულია, მოისეევი და პენკინი არ მალავენ თავიანთ ორიენტაციას და თუ ეს საჭირო გახდება, მათ წინაშეც მოიხდის ბოდიშს.
ჟურნალი ''რეიტინგი''