ჟანა მოსკოვში თავის სახლთან ახლოს მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს. პოპულარული მომღერალი უკანასკნელ გზაზე მისმა ცნობილმა კოლეგებმა, თაყვანისმცემლებმა და ახლობლებმა გააცილეს.
რასაკვირველია, იქ იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ადამიანი, რომელიც წუთით არ მოსცილებია ამ მძიმე ჟამს - ქმარი

სწორედ პლატონზე ორსულობის დროს აღმოაჩნდა ჟანას მძიმე სენი - თავის ტვინის სიმსივნე. თუმცა მომღერალს ისე ძალიან უნდოდა, შვილი ჰყოლოდა, ნაყოფს რომ საფრთხე არ შეჰქმნოდა, უარი თქვა ყოველგვარ ჩარევაზე, ქიმიოთერაპიის კურსზე. ამან მისი მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა და მისი შველაც შეუძლებელი აღმოჩნდა.
მას მერე, რაც იმშობიარა, ახლობლებს გამუდმებით დაჰყავდათ მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში, მის დასახმარებლად და გამოსაჯანმრთელებლად უბრალო ადამიანებიც არ იშურებდნენ ფულს, თუმცა ჟანას გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს.
ლამაზი მომღერალი ქიმიოთერაპიის კურსებმა ჯერ ფიზიკურად შეცვალა - მისი ბოლოდროინდელი ფოტოების მიხე-დვით ძნელად თუ აღიდგენთ, როგორი იყო ეს ქალი ერთ დროს; მერე კი საბოლოოდ ჩაითრია სენმა და ბოლო დღეების განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იყო.
ჟურნალი ''რეიტინგი''