25 ივლისი, 2013
რატომ არ ჰყავთ შვილი მონაკოს პრინცს და მის მეუღლეს
პრინცს რომანები ჰქონდა ბრუკ შილდსთან, კლაუდია შიფერთან და სხვა ცნობილ ლამაზმანებთან როცა ყოფილი მოცურავე შარლინ უიტსტოკი საქორწილო კაბით მიიწევდა საკურთხევლისკენ, არ ჰგავდა ბედნიერ პატარძალს. როცა სამარადისო სიყვარულს ეფიცებოდა მონაკოს პრინც ალბერს, ცრემლები სდიოდა. თუმცა როგორც ახლა აღიარა, სულაც არ ტიროდა იმის გამო, რომ ალბერის ღალატის შესახებ შეიტყო და ქორწილიდან გაქცევა ვერ მოახერხა, როგორც მაშინ ჰყვებოდნენ.

''ღალატისა და ჩემი ვითომ გაქცევის შესახებ გავრცელებული ამბები ჩვეულებრივი სიცრუეა. ცერემონია ბუნებრივი იყო, საზეიმო, მე კი დაძაბული ვიყავი, ავღელდი და
ავტირდი. რა თქმა უნდა, გავრცელებულმა ჭორებმაც იმოქმედა ჩემზე. ხოლო როცა ვიტირე, მაშინვე გავიფიქრე: ''მთელმა მსოფლიომ დაინახა ჩემი ცრემლები!'' და კიდევ უფრო ავტირდი, _ აღნიშნა ყოფილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ახლა კი პრინცის ცოლმა, _ მაგრამ მაინც ნაზად მახსენდება ის დღე'' .
შარლინმა ისიც თქვა, რომ დიდი სიმპათიები აქვს კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინის მიმართ: ''ვხვდები, როგორ უჭირს, ისიც ხომ ჩემსავით არ არის მეფური სისხლის. ძალიან საყვარელია''.

თუმცა თუ კეიტ მიდლტონი დღე-დღეზე აჩუქებს ქმარს მემკვიდრეს, შარლინი არ ჩქარობს ამ მხრივ: ''ვერ ვიტან, როცა ასეთი უშველებელი პასუხისმგებლობა მაქვს. მე ხომ ახლაღა გავთხოვდი, ჯერ ორი წელიც არ არის გასული. მინდა, ახალ ადგილს კარგად მოვერგო, მივეჩვიო და ამ პასუხისმგებლობასაც შევეგუო. თანაც, მე და ჩემი ქმარი ბევრს ვმოგზაურობთ, ასე რომ, ჯერ ბავშვებზე არ ვფიქრობთ. თუმცა ეს, რასაკვირველია, მოხდება...''

აღსანიშნავია, რომ ალბერ II-ს, რენიე III-ისა და ცნობილი მსახიობის გრეის კელის ვაჟს, ორი შვილი უკვე ჰყავს, თუმცა ისინი უკანონოდ დაიბადნენ, ამიტომ ტახტის კანონიერ მემკვიდრეებად არ მიიჩნევიან. ალექსანდრე, რომელიც ახლა 8 წლისაა, ალბერს სტიუარდესა ნიკოლ კოსტმა გაუჩინა. ასევე ჰყავს 21 წლის ქალიშვილი იასმინი უძრავი ქონების გაყიდვების აგენტ ტამარა როტოლასგან. გარდა ამისა, პრინცს რომანები ჰქონდა ბრუკ შილდსთან, კლაუდია შიფერთან და სხვა ცნობილ ლამაზმანებთან.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS