21 ივნისი, 2015
რატომ უნდა დაისვენოთ ზღვის პირას წელიწადში ერთხელ მაინც
ჩვენს სხეულს ძალიან უყვარს წყალი

ადამიანის სხეულის 60% და ტვინის 80% წყლისგან შედგება. დედამიწის 70% -ც კი წყალია.

ლურჯი ფერი ამშვიდებს

ლურჯი ფერი ადამიანების უმრავლესობის საყვარელი ფერია. კვლევებმა აჩვენა, რომ ხალხისთვის ლურჯი სიმშვიდესთან, გახსნილობასთან, სიღრმესა და სიბრძნესთან ასოცირდება.
ფსიქოლოგებიც ადასტურებენ: თუ დიდხანს უცქერთ ლურჯ ფერს, ეს ამშვიდებს თქვენს ნერვებს.

პლაჟი ტვინს დასვენებაში ეხმარება

ბევრი დასტურია იმისა, რომ ადამიანები, რომელთაც მძიმე დაავადებები აქვთ გადატანილი, სწრაფად აღიდგენენ ჯანმრთელობას ზღვაზე, ვიდრე ქალაქის შუაგულში.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პლიაჟი აბსოლუტურად
მოგადუნებთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ თან არ წაიღებთ სმარტფონსა და პლანშეტს.

ზღვის ტალღებსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვს

ზღვის ტალღების ხმა იდეალურად ეხმარება ადამიანს მშვიდად დაძინებაში.

უილიამ დორფმანი, ფსიქოლოგიის პროფესორი ამბობს, რომ ზღვის ხმაურისას ტვინი გაძლიერებულად გამოყოფს კარგი განწყობისთვის აუცილებელ საშუალებებს.

პლიაჟი შემოქმედს გაგხდით

უცნაურია, მაგრამ როდესაც სხეული და თავი სველი გაქვთ უფრო მეტად შემოქმედებითი ხართ.

მზე გაბედნიერებთ

მზის სხივები თქვენს ორგანიზმში დ ვიტამინს გამოყოფს. ეს კი აძლიერებს არა მარტო ძვლებს, არამედ გამშვიდებთ და გაგრძნობინებთ, რომ " ცხოვრება შედგა".

ზღვის პირას სეირნობა აუმჯობესებს ჯანმრთელობას

როცა სილაზე ფეხშიშველა დადიხართ, ეს თქვენს ფეხებს ისევე ასტიმულირებს, როგორც მასაჟი. ასევე დამტკიცებულია, რომ ფეხშიშველა სიარული ეხმარება ორგანიზმს ანთებითი პროცესების
გამკლავებაში, აუმჯობესებს ძილს და ამცირებს სტრესს.

ზღვაში ბანაობა - სპა-სალონში ან სილამაზის სალონში უფასოდ წასვლას ჰგავს

ზღვა სასწაულად მოქმედებს კანსა და თმაზე. ზღვის წყალი ხსნის ფორებს და გამოდევნის ტოქსინებს. ზღვის მარილი არბილებს კანს, ასევე შეიცავს მინერალებს, რომლებიც გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს.

მათ ვინც ხშირად ბანაობს ზღვაში სწრაფად ეზრდებათ თმა, რადგან ის გაჯერებულია იოდით.

ბედნიერია კანი, ბედნიერია თმა, ბედნიერი ხართ თქვენ!

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS