დედა-მიწა, ციური მამა, ბაბუა მზე და ბებია მთვარე... აი, როგორ მოიხსენიებდნენ ისინი იმას, რასაც ჩვენ დღეს ვეღარც კი ვამჩნევთ.
1. მზეს უცქირე ლოცვისას, ილოცე განმარტოებით, ილოცე ხშირად, დიდებული სული ყურადღებით გიგდებს ყურს.
2. მოთმინებით მოეკიდე დანაკარგს შენი ცხოვრების გზაზე. გულგრილობა, პატივმოყვარეობა, ბრაზი, ეჭვიანობა და გაუმაძღრობა - ყველაფერი ეს სულიერების დაკარგვას ნიშნავს. ილოცე და გამოსავალს იპოვი.
3. თვითონ იპოვე საკუთარი თავი.
4. ყურადღებით მოექეცი შენს სახლში სტუმარს. შესთავაზე საუკეთესო საკვები, საუკეთესო საწოლი. პატივისცემითა და ყურადღებით მოეპყარი მათ.
5. არასდროს აიღო ის რაც შენი არ არის. არ გამოგიმუშავებია - ვერ მიიღებ. ეს შენი არ არის.
6. პატივი ეცით ყველას და ყველაფერს, რაც ამ ქვეყნად არსებობს - იქნება ეს ადამიანი თუ მცენარე.
7. გაუზიარე ადამიანებს შენი ფიქრები, სურვილები და ოცნებები. ნუ შეუშლი სხვებს ხელს და ნურც დასცინებ მათ. მიეცით ყველას გამოხატვის თავისუფლება.
8. ნურასდროს მოიხსენიებთ ადამიანებს ცუდად. უარყოფითი ენერგია ადვილად ვრცელდება და ადრე თუ გვიან უკან დაგიბრუნდებათ.
9. ყველა უშვებს შეცდომას, და ყველა შეცდომის პატიება შეიძლება.
10. ცუდი ფიქრები - პირველი მტერია აზროვნების, სხეულისა და სულის. დაიმუხტე ოპტიმიზმით.
11. ბუნების არსებობა ჩვენ არ გვეკუთვნის. ის ჩვენი ნაწილია. ჩვენ, ყველანი ერთი მთლიანი და დიდი ოჯახის წევრები ვართ.
12. ბავშვები - ჩვენი მომავლის მარცვლები. მათი გულები - სიბრძნის წყარო და ცხოვრებისეული გაკვეთილი. როდესაც ისინი გაიზრდებიან, თქვენი ვალია მისცეთ მათ ზრდისთვის საჭირო პირობები.
13. ნატკენი გული მოარიდეთ სხვებს. თქვენი საწამლავის მიერ მიყენებული ტკივილი უკანვე დაგიბრუნდებათ.
14. სიმართლე თქვი ნებისმიერ დროს. პატიოსნება - მთავარი გამოცდაა ამ სამყაროში.
15. შეინარჩუნე შინაგანი ბალანსი. შენ უნდა მართო საკუთარი ფსიქიკა, სული და სხეული. გამძლე, სუფთა და ჯანმრთელი უნდა იყოთ. ძლიერი სხეული აზროვნებას ამყარებს. სულიერება ემოციური
ნერვიულობისგან გაგანთავისუფლებთ.
16. გააზრებულად მიიღეთ გადაწყვეტილება: თუ ვინ ხართ და როგორ რეაგირებთ ცხოვრების გამოწვევებზე. პასუხი აგეთ საკუთარ ქმედებებზე.
17. დააფასე შენი პირადი და სხვების ცხოვრება. ნუ შეეხები სხვების საკუთრებას, ვიდრე ამის უფლებას არ მოგცემენ. და ნურასდროს განიკითხავ სხვის რელიგიურ ობიექტებს. ეს გეკრძალებათ.
18. მართალი იყავი პირველ რიგში საკუთარ თავთან. თქვენ ვერ აღზრდით და ვერ დაეხმარებით სხვებს, თუ პატივს არ სცემთ საკუთარ თავს.
19. პატივი ეცი სხვის რელიგიურ შეხედულებებს. ნუ მოხვევ ვინმეს თავს შენს რწმენას.
20. გაუზიარე წარმატება სხვებს. იყავი ქველმოქმედი.
ანა ვერძაძე