19 ივნისი, 2015
რას ამბობს თქვენზე თქვენი საყვარელი ფერი
შავი, წითელი, ყავისფერი ან ნაცრისფერი

ეს ფერები დაცვის სიმბოლოა. ისინი, ვინც ამ ფერებს ანიჭებენ უპირატესობას, ბევრს თავხედად და აგრესიულად მიაჩნია, სინამდვილეში კი მათი საქციელი მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვაა. ამ ნიღბის უკან კი კეთილი და გულჩვილი ადამინი დგას.

ძალა და ვნება - ეს ორი მახასიათებელი სწორედ ამ ფერებთან ასოცირდება. როგორც წესი, ვისაც ეს ფერები მოსწონთ, უსაზღვო ენერგიით გამოირჩევიან.

სტაფილოსფერი - ეს ფერი საკრალურობის სიმბოლოა. მათ ვისაც ის უყვარს, შემოქმედებითი, სექსუალურად ძალიან აქტიურები და თავგადასავლების მაძიებლები არიან.

ყვითელი
- ადამინები, რომლებიც მას ირჩევენ როგორც წესი, ძალიან ენერგიულები, ძლიერები არიან. აფასებენ მოქმედებას და არა სიტყვებს. ორიენტირებულები არიან წარმატებაზე, ამიტომ მათგან კარგი მეწარმეები და მმართველები გამოდიან. ჭკვიანები, მაგრამ ხშირად ძალიან ჯიუტები არიან.

მწვანე - თუ ყველა ფერზე მეტად მწვანე გიყვართ, თქვენ ემოციური ადამიანი ხართ და თქვენს ინტუიციას ენდობით. ასეთი ადამიანები კარგი ფსიქოლოგები, მკურნალები და მსმენელები არიან. ყველაზე დიდ სიხარულს სხვების დახმარება განიჭებთ.

ლურჯი - კომუნიკაბელურები არიან და ნებისმიერთან გამონახავენ საერთო ენას.
ლურჯი ფერის მოყვარულებს ასევე იშვიათ და ემოციურ ადამინებად მიიჩნევენ. მათი უმრავლესობა ინტრავერტია.

იისფერი - ვინც ამ ფერს ირჩევს, მიჰყვება საკუთარ ინტუიციას. ცხოვრება თქვენთვის დაუსრულებელი ძიებაა საკუთარი თავისა. ცოდნის გაღრმავებისკენ ისწრაფვით გამუდმებით. ისინი კითხულობენ ბევრს და სწავლობენ კარგად. გამოდიან კარგი მასწავლებლები და სულის მკურნალები.

ვარდისფერი - ვინც ვარდისფერს ანიჭბეს უპირატესობას, მუდამ მხიარულები არიან და პოზიტიურ განწყობას უქმნიან გარშემომყოფებსაც. მათთვის მთავარია ირგვლივ მყოფები ბედნიერები იყვნენ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნონა
მართალია.ჩემზე 100% დაემთხვა.
18:24 / 24-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS