თუ ნამდვილად გსურთ მოგზაურობა რომანტიკულ თავგადასავლად აქციოთ - ოჯახური ტურები, სასტუმროში განმარტოება და ნათესავების გარემოცვაში ყოფნა, ნამდვილად არ არის თქვენთვის სასურველი ვარიანტი. აირჩიეთ რომანტიკული დასასვენებელი ადგილები, სადაც პლიაჟი, კლუბები და საცეკვაო წვეულებებია. გამოიჩინეთ გამბედაობა და იმოგზაურეთ მარტო.
2. იმოქმედეთ წესების საწინააღმდეგოდ
თუ ჩვეულებრივ ცხოვრებაში პირველად არასდროს დგამთ ნაბიჯსვინმეს გასაცნობად, დაივიწყეთ ეს პრინციპი და თამამად იფლირტავეთ სიმპათიურ უცნობთან. თუ არასდროს შეხვედრიხართ თქვენზე ახალგაზრდა მამაკაცს, ამჯერად მიეცით მათ შანსი.. ნებისმიერი კურორტული დასვენება
3. იყავით სპონტანურები
თუ ჩვეულებრივ რომანტიკული ურთიერთობებისას არ გიყვართ აჩქარება, პარტნიორისგან კი ელით ხანგრძლივ და მუდმივ ტრფობას.. გახსოვდეთ დასვენების დღეები სწრაფად გადის და გამონაკლისის დაშვება მოგიწევთ. თქვენს განკარგულებაში მხოლოდ რამდნეიმე დღეა, შესაბამისად უნდა მისცეთ საკუთარ ემოციებს უფლება დატკბეთ მომენტით.
4. ნუ დაელოდებით გაგრძელებას
ვიდრე სოციალურ ქსელებს გაცვლიდეთ და დაბრუნებისას შეხვედრაზე შეთანხმდებოდეთ, გახსოვდეთ, რომ არდადეგები ადამინებს გარდაქმნის. ჩაკეტილი და წყნარი მამაკაცები, როგორც კი სამუშაო ოფისს ტოვებენ, ვნებიან, თავგადასავლების მაძიებლებად გარდაიქმნებიან. გამოუსწორებელი ცინიკოსები კი - იშვიათ რომანტიკოსებად. ამიტომ, მზად იყავით, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში შესაძლოა სულ სხვა ადამიანს შეხვდეთ - გიღირთ, რომ ლამაზი მოგონებები გულგატეხილობით ჩაანაცვლოთ?
ანა ვერძაძე