მისი უკანასკნელი კლუბი მადრიდის ''რეალი'' იყო. 2002 წელს ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 15 გოლი გაიტანა და თავი განსაკუთრებულად გამოიჩინა. ცნობილმა ბრაზილიელმა სპორტსმენმა რონალდომ გამოაცხადა, რომ ლეგენდარული ჟურნალის შესყიდვა სურს. ფეხბურთის ბრაზილიელი ვარსკვლავი ბიზნესიმპერიის გაფართოებას აპირებს.
სპორტსმენს მარკეტინგული ფირმა 9INE აქვს და მისი მეშვეობით აპირებს ჟურნალ ''პლეიბოის'' ბრაზილიური ვერსიის შესყიდვას. ბრაზილიურ გამოცემას ტირაჟის მხრივ მესამე ადგილი აქვს ჟურნალის მსოფლიო სიაში. ბრაზილიაში კი ჟურნალი მე-10 ადგილზეა პოპულარობით და 250-ათასიანი ტირაჟით გამოდის. ფეხბურთელი გეგმავს, ჟურნალს უწინდელი დიდება დაუბრუნოს - იყო
შეგახსენებთ, 35 წლის რონალდომ სპორტული კარიერა 2011 წელს დაასრულა.
მისი უკანასკნელი კლუბი მადრიდის ''რეალი'' იყო. 2002 წელს ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 15 გოლი გაიტანა და თავი განსაკუთრებულად გამოიჩინა.
სპორტსმენი ბიზნესმენიც არის. მას რამდენიმე სატრენაჟორო დარბაზი აქვს ბრაზილიაში, ბინები რიო-დე-ჟანეიროში, სან-პაულუში, პარიზსა და მადრიდში, ასევე კუნძული ბრაზილიის დედაქალაქის სიახლოვეს. გარდა ამისა, მის მფლობელობაშია ჯანმრთელობის კლინიკა და ექვსსართულიანი შენობა, რომელშიც რიო-დე-ჟანეიროს უნივერსიტეტია განთავსებული.
ჟურნალი ''რეიტინგი''