25 ივლისი, 2013
შაკირამ ისლამისტები აღაშფოთა
მისი გამოჩენა ორთოდოქსული ისლამისტებისთვის იმდენად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა, რომ ზოგიერთმა მათგანმა ხელისუფლებას შესთავაზა, აკრძალონ ქვეყანაში საფეხბურთო ტელეტრანსლაციები ბრაზილიაში ლეგენდარულ მარაკანას სტადიონზე ადგილობრივმა ფეხბურთელებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს. კონფედერაციის თასი ბრაზილიის კუთვნილება გახდა, თუმცა ირანელი დეპუტატების ყურადღება, რომლებიც თამაშს ადევნებდნენ თვალს, კოლუმბიელი მომღერლის შაკირას სტადიონზე გამოჩენამ უფრო მიიპყრო.

შაკირას დეკოლტირებული, მსუბუქი ბლუზა ეცვა. მომღერალი თავის ქმარს, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელ ჟერარ პიკეს გულშემატკივრობდა. მისი გამოჩენა ორთოდოქსული ისლამისტებისთვის იმდენად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა, რომ ზოგიერთმა მათგანმა ხელისუფლებას შესთავაზა, აკრძალონ
ქვეყანაში საფეხბურთო ტელეტრანსლაციები.

ირანელმა დეპუტატებმა ის ოპერატორიც გაკიცხეს, რომელმაც შაკირა მათ ფონზე გამოაჩინა. საბოლოოდ, შაკირას მხარი დაუჭირა იმ ტელეარხის დირექტორმა, რომელიც აწარმოებდა ტრანსლაციას და გამოაცხადა, რომ მომღერლის სამოსი არ ეწინააღმდეგებოდა მუსლიმანურ სტანდარტებს.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS