18 ივნისი, 2015
როგორ იმოქმედა დაბადების თვემ თქვენს ხასიათზე
იანვარი

ისინი, ვინც იანვარში დაიბადა, ამბიციურები, შრომისმოყვარე და პატიოსნები არიან. ასევე გამოირჩევიან ჰიპერ-დაკვირვებულობით, აღმერთებენ ველურ ბუნებას. არიან ჭკვიანები, ინტელექტუალურები და არაჩვეულებრივად პროდუქტიულები სამსახურში. სამწუხაროდ, ხშირად ინტრავერტებიც არიან.

თებერვალი

თებერვლში დაბადებულები ჭკვიანები და სულიერად თავისუფლები არიან. ბავშვობაში ძნელია მათი დამორჩილება და როცა გაიზრდებიან, ყველაზე მეტად თავისუფლებას აფასებენ. გამოირჩევიან სიჯიუტითა და გამბედაობით, ასევე ამბიციურობით, არიან თავგადასავლების მაძიებელნი. ემოციები, რომლებსაც ისინი განიცდიან, ყოველთვის ნამდვილია: თუ უყვართ - ვნებიანად, თუ სძულთ, ყოველთვის პირში ეუბნებიან.

მარტი

როგორც წესი, მეოცნებენი,მორიდებულები, მეგობრულები,
ნატურალურები და პატიოსნები არიან. მარტში დაბადებულები, საკუთარ თავზე მეტად სხვებზე ზრუნავენ. არიან წყნარები, არასდროს ბრაზდებიან, როცა გრძნობენ, რომ ვიღაც აიგნორებს.

აპრილი

არიან ძლიერი პიროვნებები. ჩამოყალიბებულები და მოაზროვნეები არიან, უყვართ სიჩქარე და გამოირჩევიან განსაკუთრებული სიმამაცით. აპრილში დაბადებულებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. თუმცა არიან შურისმაძიებლები და გადამეტებულად ეჭვიანებიც.

მაისი

ისინი, ვინც მაისსში დაიბადა, გამოირჩევიან ძლიერი, მტკიცე და ხისტი ხასიათით. ხშირად ღიზიანდებიან და ამ დროს ჭკუა არ მოეკითხებათ, რაც მათ ხასიათს არ შეესაბამება.
მეორეს მხრივ, ძალიან მგრძნობიარეები ხდებიან სხვისი მწუხარების მიმართ, ამიტომ არიან ერთგული მეგობრები და დამხმარეები.
დაუღალავები არიან,უყვართ მოგზაურობა, ლიტერატურა და ხელოვნება.

ივნისი

ივნისში დაბადებულებისგან ხშირად გამოდიან ფილოსოფოსები და მოაზროვნეები, გამოირჩევიან ძლიერი ინტელექტით. არიან თავაზიანები, მათთან ურთიერთობა ყოველთვის ჰარმონიულია, რადგან შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვთ.

ივლისი

ვინც დაბადების დღეს ივლისში აღნიშნავს, მგრძნობიარე, ემოციური და სენტიმენტალურია. უყვართ სხვებზე ზრუნვა. ხშრად წუწუნებენ, არიან ტემპერამენტიანები და ხანდახან არაპროგნოზირებადებიც.

აგვისტო

გამოირჩევიან სიმამაცით. უყვართ ყველგან უფროსობა. ამაყები, ლიდერობის დიდი სურვილი. სამწუხაროდ ირგვლივ მყოფები ხშირად იღლებიან მათით. ასეთ ხალხს ზედმეტად დიდი ყურადღება სურს და ყოველჯერზე ბრაზდებან, თუ ვერ იღებენ იმას რაც სურთ.

სექტემბერი

მეოცნებე, მზრუნველი ხასიათი აქვთ. კარგად ორგანიზებულები და დისციპლინირებულები არიან. სიფრთხილეს იჩენენ და ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა უყვართ. აკრიტიკებენ ყველას, ვინც ისე ვერ აკეთებს, როგორც თვითონ. სააშკარაოზე არ გამოაგვთ საკუთარი ემოციები, მაგრამ კარგად ესმით სხვისი გრძნობების.

ოქტომბერი

ემოციური და მტკიცე ადამიანი ხართ. სხვებს თქვენი ძლიერი ხასიათით იზიდავთ. მაგრამ ნებისმიერი ყურადღებისთვის, საფასურის გადახდა მოგიწევთ, ასე რომ ფრთხილად იყავით. პერიოდულად შურიანები და ეგოსტიები ხართ.

ნოემბერი

გამჭრიახობა და შესანიშნავი ანალიტიკური უნარი. არიან მოტივირებულები, თუმცა გამუდმებით ითხოვენ სხვებისგან შექებასა და კეთილგანწყობას. ხშირად ძალიან ჯიუტები არიან და არ ესმით არავის. აქვთ დამოუკიდებელი ხასიათი.

დეკემბერი

როგორც წესი შესანიშნავი იუმორის გრძნობითა და სტილით გამოირჩევიან. უყვართ სხვებთან ურთიერთობა, სხვადასხვა თამაშებით თამაში და მხიარულად ატარებენ დროს.

ხშირად ეცვლებათ ხასიათი, მაგრამ ერთის თქმა ნამდვილად შეიძლება- დეკემბრის ხალხთან არასდროს მოიწყენთ.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS