24 ივლისი, 2013
კუსტურიცა მონიკა ბელუჩისთან ერთად ითამაშებს
თავადვე აღიარა, რომ ძნელია რეჟისურისა და მსახიობობის შეთავსება, განსაკუთრებით, მთავარი როლის შესრულების დროს.
ცნობილი სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა ახალ ფილმზე მუშაობს. მას ''სიყვარული და ომი'' ერქმევა და მთავარ როლს თვითონვე შეასრულებს. მისი პარტნიორი კი, არც მეტი, არც ნაკლები, მონიკა ბელუჩი იქნება.

ფილმის მთავარი თემა სიყვარულია, ბოსნიის ომის ფონზე. ფილმში კუსტურიცა შეყვარებული ბერის როლს შეასრულებს. თავადვე აღიარა, რომ ძნელია რეჟისურისა და მსახიობობის შეთავსება, განსაკუთრებით, მთავარი როლის შესრულების დროს.
Rating
აღსანიშნავია, რომ ეს მისი პირველი ნამუშევარი იქნება ბოლო
ხუთი წლის განმავლობაში. ასეთი ხანგრძლივი შესვენება კუსტურიცას მუსიკალურმა კარიერამ გამოიწვია, ასევე კინოწარმოების ახალმა ფორმატმა, რომელზე გადართვაც რეჟისორმა დიდხანს ვერ შეძლო.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS