14 ივნისი, 2015
12 ცხოვრებისეული პრობლემა, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილების ტკივილს იწვევს
1. თავის ტკივილი

ნებისმიერი თავის ტკივილი გამოწვეულია სტრესით. თუ სისტემატურად გაწუხებთ, უნდა გამონახოთ დრო დასვენებისთვის.

2. კისრის ტკივილი

კისრის ტკივილი ნიშნავს, რომ თქვენ გიჭირთ სხვებისა და საკუთარი თავის პატიებაც კი. ისწავლეთ პატიება და შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და სხვების მიმართ.

3. ტკივილი მხრებში

როდესაც მხრების ტკივილი გაწუხებთ ე.ი დიდი ემოციური ზეწოლის ქვეშ ცხოვრობთ. ყურადღება გადაიტანეთ მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე და ეცადეთ მოაგვაროთ, რაც არ უნდა რთული იყოს ის.

4. ტკივილი ზურგის ზედა ნაწილში

ე.ი. თქვენ
არ გყავთ საკმარისად ახლო ადამიანები. დაიღალეთ იმით, რომ თავს არასასურველად გრძნობთ, დაგღალათ წარუმატებლობამ. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, ყველაფერი იღონეთ პაემანზე წასასვლელად.

5. ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში

ეს ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან ხშირად გიწევთ ფულზე ფიქრი და ნერვიულობა. ასევე ახლობელი ადამიანებისგან ვერ იღებთ საკმარის თანადგომას.

6. ტკივილი იდაყვებში

თუ იდაყვების ტკივილმა შეგაწუხათ, თქვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ეწინააღმდეგებით. შესაძლოა ცხოვრება ზედმეტად რთული და დაუნდობელი გეჩვენებათ, მაგრამ იფიქრეთ კომპრომისზე. დაიწყეთ ახალი ეტაპი.

7. ხელების ტკივილი

ამ შემთხვევაში, თქვენ არ გყოფნით დასვენება და სხვა ხალხთან ურთიერთობა. ეცადეთ ახალი მეგობრები შეიძინოთ.

8. თეძოების ტკივილი

თუ სხვაგან გადასვლა გიწევთ, თქვენ კი ამის სურვილი არ გაქვთ ან ცვლილებების გეშინიათ, მაშინ გეწყებათ თეძოების ძლიერი ტკივილი.

9. ტკივილი მუხლებში

თუ ეს გაწუხებთ, ე.ი. თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ საკუთარ თავზე და ცოტას სხვებზე.

10. წვივის ტკივილი

აქ საქმე ეხება სტრესს, რაც გამოწვეულია სასიყვარულო ურთიერთობებით. პირველი მიზეზი კი ეჭვიანობაა.

11. ტკივილი კოჭში

თქვენ არ აძლევთ თავს სიამოვნების განცდის უფლებას. დაივიწყეთ კარიერაზე ფიქრი და წამოიწყეთ ახალი რომანტიკული ურთიერთობები ან მოიწყვეთ დიდი მოგზაურობა.

12. ტერფების ტკივილი

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში ბევრი ნეგატივია და დეპრესიის მსხვერპლი ხართ. ყურადღება გაამახვილეთ ცხოვრების პატარ-პატარა სიხარულებზე. იპოვეთ ახალი ჰობი. ეძებეთ ბედნიერება ცხოვრებაში.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS