მაგრამ თქვენთვის კარგი ამბებიც გვაქვს. მარტო არ ხართ და საერთოდაც ღმერთს უნდა უმადლოდეთ, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადეთ. აი ის 10 მიზეზი თუ რატომ არავის ესმის თევზების:
1. თევზები - ზოდიაქოს მე-12 ნიშანი
თევზებს ძალიან უჭირთ საკუთარ თავსა და გრძნობებში გარკვევა. ამიტომაც ხშირად იღებენ სულელურ გადაწყვეტილებებს. თუმცა დადებითი თვისება ისაა, რომ ძალიან გახსნილები არიან. ყველაფრის მიუხედავად ორენტირებულები არიან ლოგიკაზე.
2. თევზები გამუდმებით ახალი შთაბეჭდილებების ძიებაში არიან..
ისინი განსაკუთრებით ბედნიერდებიან, როცა ხვდებიან ადამიანს, რომელიც მზად არის მასთან ერთად გაიზიაროს თავგადასავლების ძიებისკენ სწრაფვა.
ჩვეულებრივ მათ კარგი ურთიერთობა აქვთ, ისეთ პიროვნებებთან, ვისაც მათ მსგავსად უყვარს ქაოსი და აჟიოტაჟი.
თუ თევზები მოულოდნელად "სტაბილურობის" მახეში გაებმებიან, პირველივე შესაძლობლობაზე ცხოვრების
რადიკალურ შეცვლას იწყებენ.
3. მათ შეუძლიათ თანაგრძნობა
თევზები ხშირად განიცდიან ცუდ ამბებს და გამუდმებით ხარჯავენ ფულს ქველმოქმედებისთვის. ამას აკეთებს გულწრფელად და არა სხვის დასანახად. ასე რომ, თუ ეძებთ მზრუნველ და ყურადღებიან პარტნიორს, აირჩიეთ თევზები.
4. მათ ძალიან უჭირთ რეალობა განასხვაონ ფანტაზიისგან
თევზები სამყაროში ყველაზე მეოცნებე ადამიანები არიან, რადგან მათი თანამგზავრები იუპიტერი და ნეპტუნი არიან.
5. ისინი განიცდიან
თევზები იშვიათი ადამიანები არიან. ხანდახან სხვის ემოციებს იმდენად იზიარებენ, რომ საკუთარ გრძნობებში ვეღარ ერკვევიან და ვერ აგვარებენ საკუთარ პრობლემებს.
საერთოდაც ეს დადებითი თვისებაა, რადგან თუ ვინმეს გვერდში დგომა დაგჭირდებათ აუცილებლად დაუკავშირდით თევზებს. ვერავისგან მიიღებთ მსგავს თანადგომას.
6. ისინი მხოლოდ მაშინ აზროვნებენ ნორმალურად, როცა მარტო რჩებიან
თუ თევზები ერთი საათით მაინც განმარტოვდებიან ოთახში, ამ დროს საკუთარ თავში გარკვევას მოანდომებენ და მსოფლიოს დასაპყრობად ახალ გეგმას შეადგენენ.
თევზები თავს პროდუქტიულად და გაწონასწორებულად გრძნობენ მხოლოდ მაშინ, როცა განმარტოვდებიან.
7. და მაინც - ისინი ჩაკეტილები, საკუთარ , შინაგან სამყაროზე არიან ჩაფიქრებულები და ადვილად შეიძლება მათი წყენა
ყოველთვის ახალ-ახალი ადამიანების გარემოცვაში ყოფნას ცდილობენ. მაგრამ არასდროს იციან როგორ აქციონ ეს ადამიანები ნამდვილ მეგობრებად.
როდესაც თევზები თქვენს ცხოვრებაზე ძალიან ბევრ შეკითხვას სვამს, იცოდეთ, რომ მათ გულწრფელად აინტერესებთ და სწყინთ, როცა თქვენ არ იხსნებით.
8. ისინი ყველასთან მეგობრობენ
თევზებს ყოველთვის აქვთ იმედი, რომ ადამიანები აუცილებლად გაუზიარებენ მათ საუკეთესო თვისებებს. ისინი იდეალური ადვოკატები არიან. არასდროს განსჯიან ადამიანებს მანამ, სანამ არ დამტკიცდება მათი დანაშაული.
დიახ, წვეულებებზე თევზები ყოველთვის მხიარულად ატარებენ დროს.
9. თევზები მგრძნობიარე და ემოციურები არიან
ფრთხილად იყავით, როცა გადაწყვეტთ შენიშვნა მისცეთ თევზებს იმისთვის, რომ ძალიან ბევრს ლაყბობენ. თქვენი მეგობარი თევზი იმაზე მეტად გაბრაზდება, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
თევზები ძალიან მგრძნობიარეები არიან და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ანერვიულდნენ და ეწყინოთ. სამაგიეროდ, როცა თქვენ თვითონ ხართ გულნატკენი, სულაც არ არის აუცილებელი ეს თევზებს მოუყვეთ, მან უკვე იცის ყველაფერი.
10. თევზებს მოსწონთ როლების თამაში
მათ ისე სწყურიათ სიცოცხლე, რომ ერთი ცხოვრებით ცხოვრება არ ჰყოფნით. რამდენიმე ცხოვრებით ცხოვრებას ირჩევენ და სხვადასხვა როლს ირგებენ - ეს ნორმალური და ბუნებრივიცაა. ნუ დაადანაშაულებთ მათ გაორებაში.
თუ თევზმა არ იცის, ზუსტად რომელი როლით იცხოვროს, ეს იმიტომ, რომ მას უჭირს არჩევანის გაკეთება.
ანა ვერძაძე