გასაგებია - ძალიან დელიკატური თემა იყო: საეჭვო იყო იმ ფაშისტების შვილები, რომლებსაც 25 მილიონი ადამიანის სიკვდილში ედებათ ბრალი, ინტერვიუს დროს გულახდილები ყოფილიყვნენ. საბედნიეროდ, სამწლიანი კვლევითი მუშაობის განმავლობაში ტატიანა მესამე რაიხის მემკვიდრეებისთვის მეგობარი და ფსიქოლოგიც გახდა.
ნაცისტების შვილებზე ფილმი რომ გადაეღო,
ჰესი
1940-1943 წლებში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის, რომელმაც ადამიანების მასობრივი განადგურების მექანიზმი გამოიგონა და წარმოებაში ჩაუშვა ''ციკლონი B'' , აირი, რომელიც ფაშისტების სიკვდილის ბანაკებში გამოიყენებოდა, შვილიშვილი რაინერ ჰესი იმ პირობით დათანხმდებოდა ფილმში გადაღებაზე, თუკი რეჟისორი არ გაამჟღავნებდა რომელ ქალაქში ცხოვრობდნენ, კომენდანტის შვილები. მიზეზი გასაგებია. რუდოლფ ჰესმა 2,5 მილიონი ადამიანი გაანადგურა. ნიურნბერგის პროცესზე მესამე რაიხის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადამიანი ნორმალურად მიიჩნიეს, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკონცენტრაციო ბანაკების კადრების შემდეგ ყველა ბრალდებულს სურდა, რომ ჰესი შეურაცხადად გამოეცხადებინათ.
როგორც გაირკვა, რაინერ ჰესმა 15 წლამდე არ იცოდა ვისი შვილი იყო. იგი ინტერნატში იზრდებოდა, სადაც მამამ გაგზავნა. საშინელი ამბავი მისი წარმომავლობის შესახებ შემთხვევით ადგილობრივი მებაღისგან გაიგო. რაინერმა მეგობრებთან ერთად სამზარეულოდან ბუტერბროდები მოიპარა. მებაღემ ბიჭებს ფაქტზე მიუსწრო და რაინერის გარდა არავინ არ უცემია. მან იცოდა, ბიჭუნა ვისი შვილიშვილი იყო, რადგანაც ოსვენციმის ბანაკში თვითონაც იჯდა. საწყალმა ბიჭუნამ მშობლებს ახსნა-განმარტება მოსთხოვა და თვითმკვლელობა სცადა. ჰესმა ფილმის რეჟისორი მოკრძალებულ მანსარდიან სახლში მიიპატიჟა. ცოლი, ოთხი შვილი და მცირე შემოსავალი მდიდრულად ცხოვრების საშუალებას არ იძლეოდა.
რაინერი მამასთან არ ურთიერთობდა, რადგანაც ომის დამთავრებისა და რუდოლფ ჰესის სიკვდილით დასჯის შემდეგ იგი მაინც ნაცისტად რჩებოდა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების მრავალი წლის შემდეგ რაინერის მამა ადამიანებს არიელებად და არაარიელებად ყოფდა. ეზიზღებოდა უბრალო ადამიანები, ამბობდა, რომ არ აპირებდა ''მდაბიო ცოლის'' და შვილების რჩენას. რაინერმა აღიარა, რომ არ იცოდა, ცოცხალი იყო თუ არა მამამისი: ''სიკვდილის პირას რომ იყოს და შველას მთხოვდეს, ჭიქა წყალს არ მივაწვდიდი. ბაბუას რომ შევხვედროდი, საკუთარი ხელით მოვკლავდი'' , - ამბობდა ფაშისტის შვილიშვილი.
... სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1947 წელს, კომენდანტი ჰესი პოლონეთში ოსვენციმის ტერიტორიაზე ჩამოარხჩეს.
როგორც რაინერმა თქვა, შვეიცარიელმა მსხვილმა ბანკირებმა, მას, როგორც ''უდიდესი'' ჰესის შვილიშვილს, შესთავაზეს, ნეონაცისტურ მოძრაობას ჩასდგომოდა სათავეში. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ნეონაცისტური პარტიების არსებობა იკრძალება, ისინი მაინც ფუნქციონირებენ.
გებელსი
მაგდა გებელსმა იოზეფ გებელსისგან გაჩენილი ყველა შვილი მოწამლა, ცოცხალი მხოლოდ პირველი ქორწინების პირმშო ჰარალდი დატოვა. გებელსმა ხელი შეუწყო ცოლის ყოფილ ქმარს ქონების გაორმაგებაში. კვანდტის ოჯახმა, რომელმაც მესამე რაიხის პროპაგანდის მინისტრ იოზეფ გებელსის თვითმკვლელობის შემდეგ სიმდიდრე შეინარჩუნა, ტატიანას ინ-ტერვიუზე უარი უთხრა.
ცნობილია, რომ მაგდას პირველი ქორწინებიდან მსხვილი მეწარმე გიუნტერ კვანდტიდან ჰყავდა ვაჟი.

გერმანიაში სკანდალი ატყდა, როდესაც გაიგეს, რომ BMჭ კვანდტის ოჯახს ეკუთვნოდა - მაგდა გებელსის
ოთხ შვილიშვილს. ამ ამბის შემდეგ მფლობელებმა ავტომობილის გიგანტის აქციები გაყიდეს, მაგრამ მათ ეკუთვნით რიგი მსხვილი კომპანიები. კვანდტების ოჯახის ადვოკატის ფაქსში ეწერა: ''მორალურ-ეთიკური მიზეზების გამო კვანდტების ოჯახს ომზე არაფრის კომენტირება არ შეუძლია'' .
საინტერესოა, რომ ჰარალდის ქალიშვილი, მაგდა გებელსის ერთ-ერთი შვილიშვილი, იუდეველი გახდა.
ფონ რიბენტროპის პირველი წარუმატებლობა
მესამე რაიხის საგარეო საქმეთა მინისტრ იოახიმ ფონ რიბენტროპის ვაჟმა რუდოლფმა უარი თქვა გადაღებაზე. იგი რუსების წინააღმდეგ ხარკოვის აღებისას იბრძოდა, რისთვისაც ჯილდოები მიიღო. ამჟამად იგი 92 წლისაა, უყვარს ფერწერა, მონაწილეობს აუქციონებში. მოგვიანებით რუდოლფმა ფილმში მონაწილეობა გადაწყვიტა და მისმა იურისტმა შეადგინა ხელშეკრულება, რომლის მთავარ პუნქტში აღნიშნული იყო: ''სტალინი და ჰიტლერი თანასწორია'' . რუდოლფს ამის თქმა კამერის წინ უწყვეტად უნდოდა. ისე, რომ შემდეგ არაფრის მონტაჟის საშუალება არ ყოფილიყო. იგი ყველანაირად მიანიშნებდა, რომ მამამისი იოახიმი ცუდი ადამიანი არ ყოფილა და არასწორი იყო 1946 წელს ნიურნბერგის პროცესზე მისი ჩამოხრჩობის განაჩენი. რუდოლფს უნდოდა მამაზე, როგორც პოლიტიკოსზე ისე ელაპარაკა.

მან მოლოტოვ-რიბენტროპის საიდუმლო პროტოკოლის პაკეტზე მიანიშნა - რომლის არსიც იყო, რომ სტალინმა და ჰიტლერმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც გაიყვეს პოლონეთი და დასავლეთ ევროპის ქვეყნები. ამით რიბენტროპის ვაჟი ცდილობდა გაემართლებინა გერმანიის მიერ ომის დაწყება. მისი მთავარი გზავნილი გახდათ, რომ სტალინი გათახსირებული იყო და არაფრით ჩამოუვარდებოდა ჰიტლერს, შესაბამისად გასაგები გახდა, რომ რეჟისორს არ შეეძლო ამ პირობებზე წასვლა.
რუდოლფ ფონ რიბენტროპი მდიდრულ სახლში ცხოვრობს. მამისგან ღვინის ქარხნები დარჩა: სახელდობრ ''ჰენკელის'' ცნობილი ფირმა, რომელსაც ახლა რუდოლფის შვილები და შვილიშვილები ხელმძღვანელობენ.
ფრანკი
72 წლის ნიკლას ფრანკი - ჰიტლერის პირადი ადვოკატ ჰანს ფრანკის ვაჟი, გერმანიის ჩრდილოეთით სამსართულიან სახლში ცხოვრობს. ნიკლასს სრულებით არ ადარდებს, რომ მამამისი 1939 წელს ოკუპირებულ პოლონეთს ჩაუდგა სათავეში და 6 მი-ლიონი ადამიანი გაანადგურა. ნიკლასი შვილიშვილების ფერად ფოტოებთან ერთად მამის შავ-თეთრ ფოტოსაც ატარებს თან. ფრანკის ოჯახი 1939 წელს ჰანს ფრანკის ოკუპირებული პოლონეთის მმართველად დანიშვნის შემდეგ ციხე-კოშკში ცხოვრობდა, რომელსაც ესესელები იცავდნენ და უამრავი მოსამსახურე ემსახურებოდა. გერმანიაში, ნიკლასის მშობლები, თავიანთ სახლში გენერალ-გუბერნატორის ვაგონით, რომელსაც საბაჟო შემოწმება არ ეხებოდა პოლონეთში ნაძარცვ ძვირფას ნადავლს აგზავნიდნენ. ნიკლასის დედას ებრაელების გეტოდან ძვირფასი ქურქები, ოქროს ნივთები და ხელოვნების ნიმუშები მოჰქონდა, ჰანს ფრანკს კაბინეტში ლეონარდო და ვინჩის ნახატები ეკიდა.
ნიკლასი ამ სიმდიდრეზე დაცინვით ჰყვებოდა... პიჯაკის ჯიბიდან კიდევ ერთხელ ფოტოს ამოღებისას, ჟურნალისტმა ნიკლას ფრანკმა გაიმეორა ფრაზა თავისი ომისადმი მიძღვნილი სტატიიდან, რომელიც გერმანელებს შოშკი აგდებდა: ''როდესაც წარმოვიდგენ, როგორ აგიყვანეს ეშაფოტის ცამეტ საფეხურზე, ყელზე თოკი გამოგაბეს და ჩამოგახრჩვეს, ორგაზმს განვიცდი'' ... ნიკლას ფრანკმა გამოაქვეყნა მასალების სერია, სადაც მამას საზიზღრობა უწოდა.

პრობლემა ისიც იყო, რომ ჰანს ნიკლასი კი არა, უფროსი შვილი ნორმანი უყვარდა, რომელმაც განაცხადა: ''მე ფაშისტი დამნაშავის შვილი ვარ და ამიტომ უფლება არ მაქვს მყავდეს შვილები'' . მან პირობა შეასრულა, მემკვიდრე არ ჰყოლია.
ნიკლას ფრენკი გადამღებ ჯგუფთან ერთად ნიურნბერგში, იმ სასამარლოთ დარბაზ #600- ში ჩავიდა, რომელიც დღემდე ციხეა და სადაც ჩამოხრჩობამდე უკანასკნელი საათები გაატარა ჰანს ფრენკმა. ციხიდან მამამ შვილს ლოცვების წიგნი გამოუგზავნა, რომელსაც ნიკლასი დღემდე ინახავს, მაგრამ ყოფილმა უძლეველმა გენერალ-გუბერნატორმა, რო-მელიც თავს პოლონეთის მეფედ მიიჩნევდა, წიგნზე შვილის სახელი შეცდომით დაწერა.
''მამაჩემი ჯოჯოხეთში უნდა იწვოდეს! - ამბობს ნიკლასი. მიხაროდა ყველა საყვარლის გამოჩენა, რომელიც დე-დაჩემს ჰყავდა'' .
როგორც ჩანს, ფრანკი ასე ტკივილების გასაქარწყლებლად იქცევა. ამასთან იგი ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრობს, - მართავს ტრაქტორს, გიჟდება ცოლსა და ქალიშვილზე, რომელმაც სამი შვილიშვილი აჩუქა.
შირახი
ბალდურ შირახი ჰიტლერიუგენდის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო. ნიურნბერგის პროცესზე მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ახალგაზრდებში ნაციზმის პროპაგანდისა და ჰიტლერიუგენდისთვის ჰიმნის შექმნის გამო კი არ მიუსაჯეს, არამედ ვენის ხუთი წლის მმართველობის გამო. ბალდურის ვაჟი რიჰარდი დათანხმდა მოეყოლა, როგორ განვითარდა მისი ცხოვრება. როგორც აღმოაჩინა, ბაბუა ჰენრიხ ჰოფმანმა, ჰიტლერის უახლოესმა მეგობარმა და პირადმა ფოტოგრაფმა გააცნო ფიურერს ევა ბრაუნი. 1942 წელს ჰიტლერმა ბალდური თანამოაზრეთა შორის მოიხსენია, მაგრამ 1943 წელს მათ შორის უთანხმოება მოხდა. ამ ფაქტის წყალობით, ომის დამთავრების შემდეგ ბალდურ ფონ შირახს სასჯელი ჩამოაკლეს. რიჰარდი მამას მთელი ამ ხნის განმავლობაში ელოდებოდა.

რა თქმა უნდა, რიჰარდს ეზიზღებოდა მამა, ამბობდა, რომ ჰიტლერმა მას ოჯახი წაართვა.
1949 წელს ფონ შირახს ცოლი გასცილდა, მას დედობის უფლება ჩამოართვეს, ოთხი ბავშვი სხვადასხვა ინტერნატში გაანაწილეს. რიჰარდი, რომელიც ვერ აცნობიერებდა, ვინ იყო მამამისი, მისთვის ლოცულობდა და ელოდა როდის დაბრუნდებოდა.
როდესაც ბალდური გაათავისუფლეს, ვაჟთან საერთო ენა ვერ გამონახა. იგი სოფელში მარტოობაში გარდაიცვალა.
ჟურნალი ''რეიტინგი''