29 მაისი, 2015
10 რჩევა ქალებს სექსუალური ჟინის ასამაღლებლად
1. ხშირად იარეთ პაემნებზე

თუ დასვენების დღეებს რეგულარულად ატარებთ სახლში და პიჟამაში გამოწყობილი ერთად უყურებთ ტელევიზორს, ეს მინიმალურ სურვილსაც მოგიკლავთ. ხშირად იარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად პაემნებზე, თუნდა 15 წლიანი ქორწინება გაკავშირებდეთ. კინოში წასვლა ან რომანტიკული ვახშამი სრულიად საკმარისია ნაპერწკლის გასაღვივებლად.

2. შეისწავლეთ ჰორმონები

ჰორმონალური ცვლილებები დიდ ზემოქმედებას ახდენს ჩვენს სექსუალურ ცხოვრებაზე. ამას ხშირად იწვევს ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები და ლიბიდოც გიქრებათ.

3. გაუზიარეთ ოჯახური წინააღმდეგობები

დატვირთული დღის ბოლოს, როცა სახლში ბრუნდებით, საქმეების გამო ხშირად სექსუალური ცხოვრება
მეორე პლანზე იწევს. თუ გსურთ ეს ჩვევად არ გექცეთ, ეცადეთ თანაბრად გაუზიაროთ ერთმანეთს საყოფაცხოვრებო წინაღობები - იყავით ბედნიერი სექსშიც და ცხოვრებაშიც.

4. აკრძალული ტერიტორია

ნუ მისცემთ ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს თქვენს საძინებელში შესვლის უფლებას. ასეთი საქციელით, ყველაზე რომანტიკული ადგილი კარგავს სექსუალურობას და ხდება საერთო. დაუბრუნეთ თქვენს საწოლს ეროტიკული სტატუსი.

5. ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს დაუმატეთ სექსი

გარდა სამსახურის, მეგობრების დაბადების დღეების და ექიმთან ვიზიტსა, დაკავდით სექსით. ეს ნიშნავს რომ თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას გქონდეთ აქტიური სექსუალური ცხოვრება და აღარ ეძებოთ თავის გასამართლებელი გზები.

6. მოიხსენით სტრესი

ისეთი სტრესული სიტუაციები, როგორიცაა: სამსახური, ბავშვები - დიდ გავლენას ახდენს თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზე. ეცადეთ მარტივი გზით გაინთავისუფლოთ სული და გონება - მიიღეთ ვანა ან ერთი ორი საათი იკითხეთ საინტერესო წიგნი.

7. სექსუალური მოთხოვნილების ასამაღლებლად მიირთვით შემდეგი პროდუქტები:

ავოკადო, ნუში, მარწყვი, ხამანწკები.

8. შეისწავლეთ თქვენი ურთიერთობა

ნელი სექსი შესაძლოა ურთიერთობის პრობლემა იყოს. მიმართეთ პროფესიონალ ოჯახის ფსიქოლოგს ან სერთიფიცირებულს სექსოლოგს.

9. ერთად წადით ლაშქრობაზე

ნებისმიერი ჰობი თუ საქმე გაამყარებს თქვენს ემოციურ ურთიერთობას, ნდობას და გაზრდის სურვილს. კვლევებმა აჩვენეს, რომ წყვილს, რომლებსაც საერთო ჰობი აქვთ, უფრო მეტად იკმაყოფილებენ სექსუალურ ცხოვრებას.

10. მოუსმინეთ თქვენს სხეულს

სექსუალური მოთხოვნილების დაკარგვასთან ერთად თუ მოიმატეთ წონაში, გაწუხებთ კანის სიმშრალე ან გცვივათ თმა, ეს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემასთანაა დაკავშირებული. ლიბიდოს დაკარგვა ასევე შესაძლოა გამოწვეული იყოს დეპრესიითა და ქრონიკული გადაღლილობით.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS