28 მაისი, 2015
10 ქვეყანა, სადაც ჯობს მამაკაცად დაიბადო – ქალები იქ უბედურები არიან
ჩვენს საუკუნეშიც არც ისე იოლია ქალობა. ბევრ პრობლემასთან და თავსატკივართან არის დაკავშირებული, იყო ქალი. ჩვენს ქვეყანაშიც... თუმცა არის ქვეყნები, სადაც ქალები მუდმივი ძალადობის, რეპრესიების, იზოლაციისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. თქვენ წინაშე 10 ქვეყანაა, რომლებიც საერთაშორისო სპეციალისტებმა ყველაზე უარეს საცხოვრებლად დაასახელეს სუსტი სქესისთვის.

1. ავღანეთი

ავღანელი ქალები საშუალოდ ერთი წლით უფრო ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე ავღანელი მამაკაცები – 45 წელს. ამ ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალია წერაკითხვის უცოდინარ ქალთა რიცხვი. გოგონების უმრავლესობა 16 წლამდე თხოვდება. ქალების 85% სამედიცინო დახმარების გარეშე
მშობიარობს, რის შედეგადაც ამ ქვეყანაში ყოველ 30 წუთში იღუპება მშობიარე. ავღანეთში ყველაზე მაღალია დედების სიკვდილიანობის დონე.

2. გვატემალა

გვატემალის ქალებს გამუდმებით უწევთ არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის ატანა, არამედ ხშირი გაუპატიურებისაც. ამ ქვეყანაში ასევე მაღალია შიდსითYდაავადების მაჩვენებელი.

3. კონგო

ომმა, რომელიც დღემდე მიმდინარეობს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, არა მხოლოდ 3 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა, ქალების მდგომარეობაც შეცვალა. ახლა მათ უწევთ წინა ხაზზე ბრძოლა და ყოველდღიურ სასტიკ რეალობასთან შეგუება: ქალები ხშირად ხდებიან პირდაპირი თავდასხმებისა და ძალადობის მსხვერპლი, რომლებიც მეომარ მხარეთა მხრიდან მოდის. ყოველდღიურად 1000-ზე მეტ ქალს აუპატიურებენ, 1996 წლიდან კი 200 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ორსულთა 57%-ს ანემია აქვს და პრაქტიკულად არც ერთ ქალს არ აქვს უფლება, რაიმე იურიდიულ დოკუმენტს მოაწეროს ხელი ქმრის ნებართვის გარეშე.

4. ინდოეთი

ინდოეთში შიდსით ინფიცირებულთა 39% ქალია. მათი 70% რეგულარულად არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. 29 წუთში ერთხელ ქალი გაუპატიურების მსხვერპლი ხდება. XX საუკუნეში ინდოეთში 50 მილიონზე მეტი გოგონა მოკლეს, დაახლოებით 100 მილიონი ქალი და გოგონა კი ადამიანებით მოვაჭრეთა მსხვერპლად იქცა. ან ქვეყანაში გოგონების 44% 18 წლამდე თხოვდება.

5. ერაყი

სადამ ჰუსეინის მმართველობიდან ამერიკელების მიერ გათავისუფლების შემდეგ ერაყი ნამდვილი სექტანტური ჯოჯოხეთია ქალებისთვის. ქვეყანა, რომელსაც ერთ დროს ქალთა განათლების ყველაზე მაღალი დონე ჰქონდა არაბულ სამყაროში. 

იხილეთ გაგრძელება

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS