ბოსტონის ტერორისტის ტამერლან ცარნაევის ქვრივმა, ამერიკელმა კეტრინ რასელმა, რომელსაც ცარნაევებმა ისლამი მიაღებინეს, ახალი ცხოვრება დაიწყო. მან უარი თქვა მკაცრი მუსლიმანური კანონების დაცვაზე, რასაც გარდაცვლილი ქმარი სთხოვდა.
ტერორისტი ქმრის გარდაცვალებიდან ორ თვეში ქორწინებაში კარიმა ცარნაევად წოდებულმა კეტრინმა ფასტფუდის ჭამა დაიწყო და ფრჩხილებსაც იღებავს. ის ჟურნალისტებმა მექსიკურ რესტორანში ნახეს და იმ დროს მას თავსაფ
ტამერლანმა და კეტრინმა ერთმანეთი ღამის კლუბში გაიცნეს. კავკასიელმა ახალგაზრდამ მალე მოხიბლა კეტრინი და მცირე ხანს ერთმანეთს ხვდებოდნენ, მერე კი ორივეს დაეწყო ცვლილებები. ტამერლანმა მოწევას და დალევას დაანება თავი და თავის რელიგიურობას ავლენდა. მერე კეტრინიც შეიცვალა - ერთ დროს მხიარული და მიზანდასახული გოგონა საკუთარ თავში ჩაიკეტა.

„ჩვეულებრივი ამერიკელი გოგონა იყო, მაგრამ მისმა რელიგიაზე გადარეულმა ქმარმა ტვინი ამოაცალა. არავის ესმის, რა დეამართა. ვერავინ იფიქრებდა, რომ ასე ადრე გათხოვდებოდა და სწავლას თავს დაანებებდა“, - ჰყვებიან გოგონას თანაკლასელები. მით უმეტეს გასაგებია მათი გაოცება, რადგან კეტრინს არასდროს გამოუვლენია დიდი ინტერესი რელიგიის მიმართ.
ცარნაევი არ იყო ჯენტლმენი ქმარი. კეტრინმა მას ქალიშვილი გაუჩინა, თუმცა ტამერლანი არც შვილის გაჩენის შემდეგ ერიდებოდა სკანდალებს, უყვიროდა, მეძავს ეძახდა და როგორც მეზობლები ჰყვებიან, ავეჯსაც კი ესროდა. ძირითადად იმის გამო ხვდებოდა გოგონას, თუ გაბედავდა და ისე მოკრძალებულად არ ჩაიცვამდა, როგორც ისლამი მოითხოვდა.
ჟურნალი „რეიტინგი“