43 წლის დონ აკიმი და 33 წლის როზანა ბეკეტი დანიშნულები არიან. სულ ოთხი თვეა, მომავალმა მეუღლეებმა ბოდიბილდინგში ერთად ვარჯიში დაიწყეს, დღეს კი პირველი წყვილია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო ამ სახეობაში.
1მაიამიში გამართულ ტურნირზე მათ სამი ჯილდო მოიპოვეს და 200-ზე მეტი კონკურენტი ჩამოიტოვეს. ოთხი
„როცა გავიგე, რომ გავიმარჯვე, თავის შეკავება მომიხდა, რადგან დონის შედეგი ჯერ არ ვიცოდით. მეწყინებოდა, თუ ერთი ჩვენგანი მოიგებდა და მეორე - ვერ“ , - ამბობს როზანა.
მომავალმა ცოლ-ქმარმა ერთმანეთი ღამის კლუბში გაიცნო 8 წლის წინ. ორივეს აინტერესებდა ფიტნესი და ცხოვრების ჯანსაღი წესი. წელს კი ერთობლივი ძალებით ბოდიბილდინგში დიდ მწვერვალებს მიაღწიეს. „ბოდიბილდინგის კონკურსის შესახებ ინტერნეტით შევიტყვე, - ამბობს მოცეკვავე და სპორტსმენი როზანა, - მგონი, დიეტას ვეძებდი. დავინახე კონკურსანტები და ვიფიქრე, რომ მინდოდა, მეც ასეთი ვყოფილიყავი. ჩავეწერე მონაწილეობის მისაღებად და დონიც ჩავწერე“ .

დონმა ორი პრიზი მიიღო - როგორც საუკეთესო ბოდიბილდერმა „ა“ კატეგორიაში და ასევე კატეგორიაში „40 წელს ზემოთ“ . როზანამ წამოიღო ჯილდო, როგორც საუკეთესო „მის ბიკინი“ . ახლა დონი და როზანა სხვა კონკურსებისთვისაც ემზადებიან.
ჟურნალი „რეიტინგი“