19 ივლისი, 2013
ჰაილი სტეინფილდი ''გამოცდილება მიხსნის ''ვარსკვლავური დაავადებისგან''
დედამ მითხრა, რომ თუ მართლა გადავწყვეტდი, სამსახიობო ოსტატობა უნდა მესწავლა. მეც მესმოდა, რომ ამას დიდი სიბეჯითე სჭირდებოდა. 18 წლის ასაკში ჰაილი სტეინფილდმა არა მხოლოდ ''ოსკარის'' ნომინანტობა მოასწრო ''რკინის ალღოში'' შესრულებული როლისთვის, არამედ ''მაქს მარასგან'' მომავლის სახის წოდებაც მიიღო. გოგონამ არც ისე დიდი ხანია დაიწყო კარიერა, თუმცა უკვე დიდ სიმაღლეებზეა. სულ მალე ეკრანებზე გამოვა ახალი ''რომეო და ჯულიეტა'' , რომელშიც ჰაილიმ ყველა დროის ყველაზე რომანტიკული გმირი განასახიერა.

''უბრალოდ მინდა ვიყო ბედნიერი''

- 2013 წელს ხუთ ფილმში ითამაშეთ.
როგორია ისეთ ვარსკვლავებთან თამაში, როგორებიც არიან კევინ კოსტნერი, ტომი ლი ჯონსი, დემიენ ლიუისი?
- მაგარია! საოცრად ნიჭიერ ადამიანებთან ერთად მიწევს მუშაობა, რომელთაგან ბევრი რამ ვისწავლე. მათი პროფესიონალური რჩევების წყალობით ბევრს მივაღწიე. ეს უნიკალური გამოცდილებაა.
- კინოინდუსტრიაში როგორ მოხვდით?
- 8 წლისა მივედი დედასთან და ვუთხარი, რომ მსახიობობა მინდოდა. სწორედ იმ დროს ჩემი ბიძაშვილი სარეკლამო რგოლებში მონაწილეობდა. ეტყობა, ამან შთამაგონა. მეც მომინდა მასავით ეკრანზე გამოჩენა. დედამ მითხრა, რომ თუ მართლა გადავწყვეტდი, სამსახიობო ოსტატობა უნდა მესწავლა. მეც მესმოდა, რომ ამას დიდი სიბეჯითე სჭირდებოდა. ვისწავლე, მერე კი სააგენტოებში დავგზავნეთ ჩემი ფოტოები და ასე დაიწყო.
- ძნელია სკოლაში სწავლისა და მუშაობის შეთავსება?

Rating

- შინ ვსწავლობ თითქმის უკვე ოთხი წელია.
- ალბათ გენატრებათ თანაკლასელები, ამხანაგები?
- ხანდახან. მაგრამ უწინდებურად ხშირად ვურთიერთობ მეგობრებთან, ვცდილობ, არ დავკარგო მათთან კავშირი. არ მაქვს იმის განცდა, თითქოს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებს ვკარგავ.
- სამომავლოდ რას ფიქრობთ - უმაღლესი განათლების მიღებას, კინოში მუშაობას, ''მაქს მარასთან'' თანამშრომლობის გაგრძელებას?
- ახლა მეტად ვფიქრობ მომავალზე. როგორც ყველა სხვას, უბრალოდ, მინდა ვიყო ბედნიერი და საყვარელი საქმე ვაკეთო. ეს ჩემი უახლოესი გეგმებია.

''ეს გადაღებები მთელი ცხოვრება მემახსოვრება''

- მსახიობებს შორის თუ არის ვინმე, რომელიც თქვენთვის მისაბაძია?
- ძალიან ბევრნი არიან, ერთს ვერ გამოვყოფ. რაც მეტს ვთამაშობ კინოში, მით მეტად აღვფრთოვანდები იმ ქალების ოსტატობით, რომლებთან ერთადაც მიწევს მუშაობა.
- საყვარელი როლი რომელია?
- ყველა ფილმი, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია, სხვადასხვანაირია, მაგრამ მე ყველა მათგანი თავისებურად მომწონს, როგორც ყველა ჩემი პერსონაჟი. ალბათ მაინც ''რკინის ალღოს'' გამოვყოფ, რომელმაც ''ოსკარის'' ნომინაცია მომიტანა და მალევე ამიყვანა მაღალ საფეხურზე. ეს გადაღებები მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
- წარმატების საიდუმლო რა არის? დამთხვევა, შემთხვევითობა, იღბალი, პროფესიონალიზმი - თქვენ შემთხვევაში რამ ითამაშა მთავარი როლი?
- ალბათ, ყველა შემადგენელს აქვს მნიშვნელობა. გულწრფელად მჯერა, რომ ადამიანი მზად უნდა იყოს იმ წუთისთვის, როცა მისი დრო დადგება. იმედი არ უნდა დაკარგო. ამბობენ, რომ ბევრი რამ იღბალზეა დამოკიდებული და მართლა ასეა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, შანსით სარგებლობა შეძლო, რომელსაც იღბალი გაძლევს და საკუთარ ნიჭს ასპარეზი მისცე. ეს ყოველთვის წინ წაგწევს - ადრე თუ გვიან, წარმატებასაც მიაღწევ.

Rating

- ზოგიერთი მსახიობი მალე კარგავს თავს წარმატებისგან. თქვენთვის თუა ნაცნობი მსგავსი განცდა?
- არა. მე საკუთარ მაგალითზე დავინახე პოპულარობის ყველა მხარე - ვფიქრობ, გამოცდილება მიხსნის ''ვარსკვლავური დაავადებისგან'' . თანაც არაერთხელ დავკვირვებივარ, რა ემართებათ ადამიანებს, როცა ცნობილები ხდებიან. მე კინობიზნესში პოპულარობისთვის არ ვმუშაობ, არამედ იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი პროფესია. თუმცა ეს არ მიშლის ხელს, პარალელურად სხვა რამეებითაც ვიყო გატაცებული - მაგალითად, გამოვალ ''მაქს მარას'' ჩვენებებზე, რაც ჩემთვის დიდი პატივია. და საერთოდ, ის უნდა აკეთო, რაც მოგწონს და სიტუაციას არ მისცე უფლება, გაჯობოს.

ჟურნალი ''რეიტინგი''



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS