15 მაისი, 2015
რითი განსხვავდება ბრძენი ქალი ჭკვიანი ქალისგან
- ჭკვიანი ქალი,როგორც კი შენიშნავს ქმრის შეცდომას,მაშინვე ახსენებს რომ ეს შეცდომა არ უნდა დაეშვა,რადგან მან ის უკვე გააფრთხილა.

- ბრძენი ქალი კი გვერდში დაუდგება,ხელს შეუწყობს და ხანდახან თავს ისე დაიჭერს, თითქოს არაფერი შეუმჩნევია.

- კრიზისულ სიტუაციაში ჭკვიანი ქალი მართვის სადავეებს ხელში აიღებს და ასწავლის ქმარს,თუ როგორ უნდა იცხოვროს სწორად.

- ბრძენი ქალი ძალიან ფრთხილად უჩვენებს მას მიმართულებას და გვერდში დაუდგება,ვიდრე ბოლომდე არ გაივლის ამ გზას.

- ჭკვიანი ქალი აუცილებლად შეასწავლის შვილებს მათემატიკას რადაც არ უნდა
დაუჯდეს.

- ბრძენი ქალი კი შვილის პიროვნულ განვითარებას მიჰყვება და დაეხმარება მას ინდივიდუალური პიროვნების ჩამოყალიბებაში.

- ჭკვიანი ქალი აუცილებლად შეეცდება სხვებზე უკეთესი იყოს სამსუხურში და არასდროს დაუშვებს შეცდომებს. რის გამოცთანამშრომლების უმრავლესობას მისი რიდი ექნება.

- ბრძენი ქალი კი თბილ და მეგობრულ გარემოს შექმნის.

- ჭკვიანი ქალი აუცილებლად ჩაერევა უფროსი შვილების ცხოვრებაში. მისცემს მას რჩევა-დარიგებებს,თუ როგორ უნდა აღზარდონ შვილები.

- ბრძენი ქალი საშუალებას მისცემს შვილებს, დამოუკიდებლად მიიღონ ცხოვრებისეული გამოცდილება და ნებისმიერ სიტუაციაში გვერდში დაუდგება მათ.

- ჭკვიანი ქალი შეეკამათება თავის მშობლებს, გამუდმებით რჩევებისა და ჭკუის დარიგების გამო.

- ბრძენი ქალი გაუღიმებს,მშვიდად მოუსმენს,დაეთანხმება და გააკეთებს ისე,როგორც მას სურს. სიყვარულით.

- ჭკვიანი ქალი სამყაროსა და მის ირგვლივ მყოფი ადამიანების შეცვლაზე ოცნებობს.

- ბრძენი ქალი კი თვითონ შეიცვლება და მიიღებს ყველას ისეთებად,როგორებიც სინამდვილეში არიან.

- ჭკვიანი ქალი ფიქრობს,რომ ბედნიერი მხოლოდ ის არის ვინც მართალია.

- ბრძენმა ქალმა იცის,რომ მართალი ის არის, ვინც ბედნიერია.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS