თუკი თქვენ არ გსურთ სტუმრების მეხსიერებაში დარჩეთ, როგორც "შეშლილი საპატარძლო", აუცილებელია დროდადრო ღრმად ჩაისუნთქოთ, რათა დამშვიდდეთ.
2. გამოიყენე შემთხვევა
ხშირად პატარძლები საკუთარ თავზე იღებენ დიდ პასუხისმგებლობას,ამიტომ შესაძლებელია ბევრი დრო დაგეკარგოთ უმნიშვნელო წვრილმანებში. უბრალოდ დატკბით ქორწილის ყოველი წუთითა და მნიშვნელოვანი მომენტებით, სწორედ ისინი ხდიან ამ დღეს განსაკუთრებულს.
3. მიირთვით.
მეგობრებთან და ნათესავებთან გაუთავებელი გართობა, ყველა ქორწილის შემადგენელი ნაწილია. შეუძლებელია შეძლოთ ენერგიულად ცეკვა, მაშინ,როდესაც თქვენი დღის რაციონი მხოლოდ ერთ კოვზ იოგურტს შეიცავს. თხოვეთ
4.გახსოვდეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი დღეათქვენთვის
გაკვირვებული დარჩებით, მაგრამ მიუხედავად გახურებული ცეკვისა და სხვა გასართობებისა , შეუძლებელია დაგავიწყდეთ, რომ ეს დღე, უპირველესად თქვენს ქორწინებას ეძღვნება და რაც მთავარია, მას, ვისთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებთ - ეს ხომ თქვენი ახლადგამომცხვარი ქმარია.
5. დაუთმეთ დრო მშობლებს
ქორწილის დღე - ერთნაირად მნიშვნელოვანია ახლადდაქორწინებულებისა და მათი მშობლებისათვის. აუცილებლად გამონახეთ დრო საიმისოდ, რომ აგრძნობინოთ მათ თქვენი სიყვარული და მადლიერება თანადგომისთვის.
6. იფიქრეთ საკუთარ თავზე
მეგობრების, ახალი ქმრისა და სტუმრების გარემოცვაში მყოფს მარტოობაში დათრგუნვა ნამდვილად არ გელით. უფრო მნიშვნელოვანია,ამ არეულობასა და დაბნეულობაში გამონახოთ დრო განმარტოებისთვის. განმარტოვდით თუნდაც ერთი წუთით, რათა კიდევ ერთხელ გაიაზროთ წარმოსათქმელი ფიცი.
ვერძაძე ანა