19 ივლისი, 2013
მადონამ კბილები ბრილიანტებით მოირთო
ისინი 1980-იან წლებში გაჩნდა და ჰიპ-ჰოპკულტურის წარმომადგენელთა შორის იყო გავრცელებული, თუმცა დღემდე პოპულარულია. 54 წლის ამერიკელი მომღერალი არ წყვეტს საზოგადოების გაოცებას. ამჯერად თავისი ახალი ღიმილით გამოიწვია აჟიოტაჟი. ვარსკვლავს ახალი კბილები არ ჩაუსვამს, მხოლოდ ''ხაზი გაუსვა მათ სილამაზეს'', როგორც თვითონ ამბობს, სპეციალური დეკორატიული ''აქსესუარებით'', რომლებსაც ''გრილზები'' ჰქვია. ისინი 1980-იან წლებში გაჩნდა და ჰიპ-ჰოპკულტურის წარმომადგენელთა შორის იყო გავრცელებული, თუმცა დღემდე პოპულარულია.
მადონას კბილის მოსართავები სუფთა ოქროთია დამზადებული და 24 ბრილიანტს შეიცავს. ეს პირველი ექსპერიმენტი არ არის, მადონამ რამდენიმე
წლის წინაც დაიდო კბილებზე ოქროს მოსართავები.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS