სხვა თანამოაზრეებთან ერთად მასაც ბრალი ედებოდა მასობრივ მკვლელობებსა და აჯანყების ჩახშობაში.
ერაყის ყოფილი დიქტატორის სადამ ჰუსეინის ნახევარძმა საბავი იბრაჰიმ ალ-ჰასანი სიმსივნით გარდაიცვალა. არადა, მას სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი. ერაყის პრეზიდენტის მმართველობის დროს ალ-ჰასანი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. სიკვდილი მას სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად მიუსაჯეს.
ყოფილი თანამდებობის პირი ერაყის ერთ-ერთი ციხის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მის მიმართ სასჯელის გამოყენება ვერ მოასწრეს.
ალ-ჰასანი ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში შესვლის შემდეგ, 2005 წელს დააპატიმრეს. სხვა თანამოაზრეებთან ერთად მასაც ბრალი ედებოდა მასობრივ მკვლელობებსა და აჯანყების
ჩახშობაში.
ჟურნალი ''რეიტინგი''