19 ივლისი, 2013
სადამ ჰუსეინის ნახევარძმა და თანამოაზრე სიმსივნეს ემსხვერპლა
სხვა თანამოაზრეებთან ერთად მასაც ბრალი ედებოდა მასობრივ მკვლელობებსა და აჯანყების ჩახშობაში. ერაყის ყოფილი დიქტატორის სადამ ჰუსეინის ნახევარძმა საბავი იბრაჰიმ ალ-ჰასანი სიმსივნით გარდაიცვალა. არადა, მას სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი. ერაყის პრეზიდენტის მმართველობის დროს ალ-ჰასანი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. სიკვდილი მას სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად მიუსაჯეს.

ყოფილი თანამდებობის პირი ერაყის ერთ-ერთი ციხის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მის მიმართ სასჯელის გამოყენება ვერ მოასწრეს.

ალ-ჰასანი ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში შესვლის შემდეგ, 2005 წელს დააპატიმრეს. სხვა თანამოაზრეებთან ერთად მასაც ბრალი ედებოდა მასობრივ მკვლელობებსა და აჯანყების
ჩახშობაში.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS