19 ივლისი, 2013
ჯეისონ სტეტჰემი ქორწინდება
45 წლის მსახიობმა და 26 წლის მოდელმა ერთმანეთი მუსიკალურ ფესტივალზე გაიცნეს. ასაკში სხვაობას მათთვის პრობლემა არ შეუქმნია ჰოლივუდის ბოევიკების ვარსკვლავი, ცნობილი მსახიობი ჯეისონ სტეტჰემი ბოლო პერიოდია ულამაზეს მოდელსა და მსახიობ როზი ჰანტინგტონ-უაიტლის ხვდება. ახლა კი გამოაცხადა, რომ მასზე დაქორწინება სურს და არც საცოლეა წინააღმდეგი. ასე რომ, წყვილის სამწლიანი ურთიერთობა ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.

როზიმ გამოაცხადა, რომ არ აინტერესებს ახალგაზრდა მოდელი მამაკაცები და არც სხვა მამაკაცებთან აპირებს ფლირტაობას. ''ჩემ გვერდით საუკეთესო მამაკაცია. მე ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება'', -
აღნიშნა ''ტრანსფორმერ-ების'' ვარსკვლავმა.

ცნობისათვის, 45 წლის მსახიობმა და 26 წლის მოდელმა ერთმანეთი მუსიკალურ ფესტივალზე გაიცნეს. ასაკში სხვაობას მათთვის პრობლემა არ შეუქმნია, დღემდე შესანიშნავად გრძნობენ თავს ერთად.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნატალი
მიკვარს ეს მსახიობიიიიიიიიიიიი
18:18 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS