ელტონ ჯონი და მადონა
მადონასა და ელტონ ჯონს შორის ომი მათ მრავალწლიან მეგობრობას მოჰყვა. მიზეზი პრესამ ვერ გაარკვია, მაგრამ საჯარო სკანდალი ელტონ ჯონის ხმაურიან განცხადებას
კელი ოსბორნი და კრისტინა აგილერა
კრისტინასა და კელის შორის პაექრობა კომიკური იყო. დაიწყო ზედმეტ წონაზე კამათით - გოგონებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, რომელი იყო მათ შორის ''მსუქანი ძროხა'' და რომელი - ''გრაციოზული ფური'' . მიუხედავად იმისა, რომ აგილერა მკვეთრად გახდა, ოსბორნი კი ეცადა და ბევრი კილო დაიკლო, მაინც ორივენი შორს არიან იდეალისგან და ორივე ცდილობს, ეს ერთმანეთს დაუმტკიცოს. კრისტინამ პირველმა დაიწყო და არაერთხელ გაიხუმრა კოლეგის სიმსუქნეზე, მერე კი ეს სიტყვები ბუმერანგივით დაუბრუნდა. თვითონ ისე გასუქდა, რომ უკვე კელიმ უპასუხა: ''წლების განმავლობაში მსუქანს მეძახდა... მე ასეთი მსუქანი არასდროს ვყოფილვარ!'' იქნებ, სწორედ ოსბორნის სიტყვებმა აიძულა აგილერას, სწრაფად გამხდარიყო.

ტეილორ სვიფტი და კანიე უესტი
კანიე უესტი არასდროს გამოირჩეოდა სამაგალითო საქციელით - ასეთია რეპერისა და ''ცუდი ბიჭის'' იმიჯი, თუმცა ტეილორ სვიფტთან გამართული ჩხუბი ნამდვილად მეტისმეტი თავხედობა იყო. ეს ''ემ-ტი-ვის'' მუსიკალურ დაჯილდოებაზე მოხდა, 2009 წელს, როცა ტეილორმა მიიღო პრიზი ''საუკეთესო კლიპისთვის'' . მომღერალმა სამადლობელი სიტყვის თქმა დაიწყო, სწორედ ამ დროს სცენაზე ავარდა კანიე, მიკროფონი ჩამოართვა და გამოაცხადა, რომ სინამდვილეში ეს ჯილდო ბიონსეს ეკუთვნოდა. უფრო მეტიც, მან გამოაცხადა, რომ ბიონსეს ვიდეო ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ნამუშევარი იყო. მერე კი მიკროფონი ტეილორს დაუბრუნა. ამ საქციელის გამო კანიეს ორჯერ მოუხდა ბოდიშის მოხდა. მით უმეტეს, რომ არა მხოლოდ კოლეგებმა გააკრიტიკეს, არამედ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. აპატია თუ არა ტეილორ სვიფტმა კანიეს, უცნობია.

ნიკი მინაჟი და მერაია კერი
ამ ორი ქალბატონის დაძაბული ურთიერთობების გამო ამერიკული ''ნიჭიერის'' შემქმნელებს შოუს გაჩერებაც კი მოუხდათ. მომღერელები, რომლებიც პროგრამის ჟიურიში იყვნენ, იმდენად ვერ იტანენ ერთმანეთს, რომ კამერების წინაც კი არ შეუძლიათ თავის შეკავება. ჩხუბამდე ჯერ საქმე არ მისულა, თუმცა ყვირილი და ურთიერთშეურაცხყოფა ბლომად იყო. ''მე არ შევურიგდები მის ეშმაკეულ უდიდებულესობას!'' - თქვა ერთხელ ნიკიმ. მერაიამ კი მისი მისამართით გამოაცხადა: ''მე მივაღწევ იმას, რომ შენ აქედან გაგაძევონ!'' შედეგად, შოუდან არა მხოლოდ ნიკი, არამედ ორივე მშვენიერი ქალბატონი ''გააძევეს'' და ურჩიეს, სხვაგან გაერკვიათ ურთიერთობები.

ანჯელინა ჯოლი და ჯენიფერ ენისტონი
კონფლიქტის ამბავი კლასიკურია - თავის დროზე ანჯელინამ გადაუღობა გზა ჯენიფერს, როცა ბრედ პიტთან გააბა რომანი. ფილმ ''მისტერ და მისის სმიტების'' გადაღებების მერე პიტისა და ენისტონის ოჯახი დაინგრა - მიზეზი სწორედ ენჯი იყო. მართალია, ახლა ორივემ მოიწყო ოჯახები, მაგრამ წყენა არ ავიწყდებათ. ისინი დღემდე არ ჩნდებიან ერთსა და იმავე ღონისძიებაზე, კონფლიქტს რომ აარიდონ თავი. ჟურნალისტებიც ცდილობენ, ''ცეცხლი შეუნთონ'' ხოლმე, ცოტა ხნის წინ კი თვით ენჯიმაც მისცა ამის საბაბი. ენისტონის ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე ანჯელინამ პიტის ყოფილ ცოლს ''ნერვიული'' უწოდა. თუმცა ენისტონს არ უნერვიულია და პასუხიც არ გასცა.
ჟურნალი ''რეიტინგი''