17 ივლისი, 2013
ტილ შვაიგერი: ''მე არ ვოცნებობ, მე ვაკეთებ''
ჩემს თხოვნას, კიდევ ერთი დუბლი გადაგვეღო, უფრო სიამოვნებით ასრულებდა, ვიდრე სახლში როცა ვთხოვ რამეს. ტილ შვაიგერს ყველაფერი შეუძლია: ჰოლივუდის დაპყრობა, შვილების აღზრდა, სცენარების წერა, ფილმების გადაღება, თამაში. ის გერმანიის მთავარი კინოკერპი და ყველაზე ცნობილი გერმანელი მსახიობია მსოფლიოს მასშტაბით. შვაიგერმა მოახერხა, ამერიკაშიც გაეკეთებინა შესანიშნავი კარიერა. 49 წლის მსახიობს ოთხი შვილი ჰყავს (მისი ცოლი ყოფილი მოდელი, ამერიკელი დენა კარლსენია), მაგრამ კვლავ სექსსიმბოლოა. ბოლოს რომანტიკულ კომედია ''მაცდუნებელ 2''-ში გამოჩნდა, რომელიც ახლახან გამოვიდა ეკრანებზე. მანამდე კი მისი ყველაზე ცნობილი როლი
იყო ფილმში ''ზეცაში დაკაკუნება''.

- რას ველოდოთ ახალი კომედიისგან?
- ამბის გაგრძელებას. პირველი ''მაცდუნებლიდან'' ცნობილ ოჯახში ყველაფერი იდეალურად არ არის, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში. სიქველი გაცილებით უფრო სასაცილო გამოვიდა, თუმცა სევდიანი მომენტებიც არის.
- წინა ფილმში, ''მფარველ ანგელოზშიც'' ახერხებდით დრამისა და კომედიის დაბალანსებას...
- ''ზეცაში დაკაკუნებაც'' კარგი გამოვიდა ამ მხრივ (იცინის). ''მფარველ ანგელოზში'' კი, რომელიც დრამაა, კაცი ფეხებს კარგავს, მაგრამ მაინც ხუმრობს თავის თავზე. თუ ადამიანს შეუძლია გაცინება, გამოდის, მას არა მხოლოდ დაცემის სჯერა, არამედ აღმაფრენისაც.
- ხშირად თამაშობთ მამაცებს. ტილ შვაიგერს თუ ეშინია რამის?
- რასაკვირველია. ძალიან მეშინია ჩემი ახლობლების გამო. და ფრენაც არ მიყვარს.
- ორივე ''მაცდუნებელში'' თქვენი ქალიშვილის როლს თქვენი ნამდვილი ქალიშვილი, 10 წლის ემა თამაშობს. აღგიქვამდათ გადასაღებ მოედანზე, როგორც რეჟისორს?
- ვერ ვიტყვი, რომ დიდად არჩევდა, მამა იყო თუ რეჟისორი. თუმცა ჩემს თხოვნას, კიდევ ერთი დუბლი გადაგვეღო, უფრო სიამოვნებით ასრულებდა, ვიდრე სახლში როცა ვთხოვ რამეს.
- შვილებთან ერთად უქმეებს როგორ ატარებთ?
- რას აღარ ვაკეთებთ. კინოში დავდივართ, ვყბედობთ, ველოსიპედებით ვსეირნობთ.
Rating
- სამი სიტყვით აღწერეთ საკუთარი თავი.
- გულწრფელი, მხიარული, მოუთმენელი.
- რას ეუბნებით საკუთარ თავს რთულ წუთებში?
- არის ასეთი ამერიკული ანდაზა: ''დაცემა არ არის საშიში, საშიშია, რომ ვერ ადგე''. რეალურ ცხოვრებაში საკუთარ თავს გამუდმებით ვაქეზებ და ვამხნევებ.
- რეჟისორული ოცნება თუ გაქვთ?
- მე არ ვოცნებობ, მე ვაკეთებ.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
სოფია
ვგიჟდები ამ ადამიანზე, ვაფრენ :* ყველაზე სექსუალურია და ყველაზე მაგარი სმახიობი, გაარტყი "გალივუდსკი" პიჟონებს :)
10:49 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სამწუხაროდ ამ კარგ მეუღლეს დასილდა ეს ვაჟბატონი, შვილებს კი აქცევს ყურადღებას, თავის გოგოსთან ნათამაშები ორი ფილმი ზველაზე საუკეთესოა.
10:49 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS