ბოლო პერიოდში მოზარდებს შორის განსაკუთრებით საშიში ტენდენციები დამკვიდრდა, რასაც ჩვენი დღევანდელი ყოფაც უწყობს ხელს.
ბევრი მოზარდისთვის ხელმისაწვდომი გახდა აქამდე შედარებით მოუწვდომელი აზარტული თამაშები, რომელიც
საზღვარგარეთ სულ უფრო ახალგაზრდავდება პლასტიკური ოპერაციები და უკვე 14-15 წლის ბავშვებსაც კი უკეთებენ არა მხოლოდ ჩვეულებრივ, "რიგით" ოპერაციებს, როგორიცაა მაგალითად, რინოპლასტიკა, არამედ ისეთ, განსაკუთრებით ამ ასაკში საშიშ ოპერაციებსაც, როგორებიცაა მკერდის პლასტიკა, სხეულის სხვადასხვა ნაწილების სრულიად შეცვლა და აბსოლუტურად სხვა ადამიანად ქცევა.
სწორედ პლასტიკის, ასევე უამრავი მაკიაჟის და სხვა საშუალებების ხელშეწყობით გავრცელდა ახალი და ასევე საშიში ტრენდი – თოჯინებად ქცევა. ამ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ მოზარდობიდან, გარდატეხის ასაკიდან "დაავადდა" მანიით, რომელსაც თოჯინად გადაქცევა ჰქვია, სისრულეში მოიყვანა ჩანაფიქრი და ზოგიერთმა მათგანმა, ისე საბოლოოდ და კატასტროფულად შეიცვალა გარეგნობა, ძალიანაც რომ მოინდომოს, უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ იპოვის. ახალგაზრდებს, რომელთაც ყველაფერი წინ აქვთ, ცხოვრებისეული განცდები, ბევრი სიხარული, სიახლე, განსაცდელი, თავგადასავალი, ურჩევნიათ, ხელოვნურად შექმნილ არსებებს დაემსგავსონ, უემოციო თოჯინებად იქცნენ, რომელთა ცხოვრება მხოლოდ ვირტუალურია – სოციალურ ქსელში თუ ჟურნალებში გავრცელებული ფოტოების სახით.
ახლა სულ რამდენიმე მათგანზე გიამბობთ
იხილეთ გაგრძელება