1. პატივი ეცი მის შეხედულებებს
განათლებული და ჭკვიანი ქალები ყოველთვის გამოირჩევიან საკუთარი აზრით, ისინი მყარად დგანან თავიანთ შეხედულებაზე, აქვთ შესაბამისი არგუმენტები და მზად არიან შემოვიდნენ პოლემიკაში, რომელიც საბოლოოდ თავად მას აზრს არ შეაცვლევინეს, თუმცა თქვენ შეიძლება მისი
პატივი ეცი ქალის აზრს. აუცილებელი არ არის ყველაფერზე დაეთანხმო, პირიქით, მისთვის სიანტერესო იქნები თუ განსხვავებულად უყურებ სამყაროს. პირველი პაემნისთვის შეარჩიე მუზეუმი ან გამოფენა.
2. იზრუნე საკუთარი ინტელექტის ამაღლებაზე
შეიძლება ქალების გარკვეული ნაწილი ფიზიკურ მხარეს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ რაციონალურად მოაზროვნეებისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია თქვენი IQ-ს მაჩვენებელი. იკითხე ბევრი, მიიღე მრავალმხრივი ინფორმაცია, გაეცანი მეცნიერებას, კლასიკას, თანამედროვე ლიტერატურას, პოეზიას, იარე თეატრში, იკითხე ჟურნალ-გაზეთები. არ დაგეზაროს თვითგანვითარებაზე ზრუნვა.
3. მოეშვი
ქალმა არ უნდა შენიშნოს, რომ დაძაბული ხარ და ნერვიულობ, თორემ შენს გაკონტროლებას შეეცდება. ამ შემთხვევაში შენ მის სათამაშოდ იქცევი, სათამაშოებით ცოტა ხანს ერთობიან, შემდეგ კი თავს ანებებენ. მოიქეცი ბუნებრივად, ლაღად, გაიცინე (თუ სასაცილო სიტუაცია შეიქმნება), იხუმრე. ჭკვიანი და ლამაზი ქალი სულაც არ ფიქრობს, რომ მის წინაშე ყველა მამაკაცი უნდა კანკალებდეს ან ქედს იხრიდეს.
4. არ შეგეშინდეს რომანტიკულობის გამომჟღავნების
რაც უფრო ნაკითხია ქალი, მით მაღალია მისი რომანტიკულობის დონე. იყიდე ყვავილები, მოაწყვე რომანტიკული სურპრიზები, ისიც კი რაც ბანალურად ჟღერს: გულის დანთება, ბუშტების გაბერვა და მისი ეზოს ან სადრაბაზოს მორთვა. ჯესიკა ალბა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ქმარი სხვა მაამკაცებსიგან სწორედ რომანტიკულობით გამოირჩევა.
5. არ აგრძნობინო რომ მასთან სექსი გინდა
ქალმა არ უნდა ჩათვალოს, რომ შენ ფალოსი გამოძრავებს, მან პირველ რიგში გრძნობებით სავსე მამაკაცად უნდა აგღიქვას, რომელიც სიყვარულსა და სულიერ მეგობარს ეძებს.
6. არ მოაბეზრო თავი კომპლიმენტებით
ყველაფერი კარგია ზომის ფარგლებში. თუ შენ მას ყოველი წინადადების ბოლოს გაუმეორებ რამდენად ლამაზი და მიმზიდველია, ის ჩათვლის რომ შენ უბრალოდ სასუაბრო თემა არაგაქვს და მის ღირსებებს უხერხული სიტუაციიდან თავის დასაძვრენად იყენებ. აგრეთვე, შენი კომპლიმენტები მისთვის ხიბლს დაკარგავს.
7. არ შეაღონო ზარებით
თუ თავისი მობილურის ნომერს მოგცემს ნუ გადაურეკავ დღეში რამდენჯერმე და ნუ მიწერ. მას შენთან ურთოერთობის გარდა ბევრი საქმე აქვს და თავისი სამეგობრო წრე ჰყავს.
რადა მახარაძე