28 აპრილი, 2015
4 ტყუილი ქალებსა და ფულზე
,,ყველაფერი, რასაც ტელევიზორში ვხედავთ ან ჟურნალ-გაზეთებში ვკითხულობთ, არ უნდა დავიჯეროთ,"ამ მოსაზრებამდე არა ერთი ადამიანი მივიდა.

ხალხში ადვილად ვრცელდება მითები და არასწორი შეხედულებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამ სტატიაში გაეცნობით მორიგ 4 სიცრუეს ქალებსა და ფულზე, რომელსაც მედიასივრცეები (უნებურად თუ გამიზნულად) ხშირად უწევენ პროპაგანდას.

1.ქალებს ჩაბჟირებამდე უყვართ შოპინგი

ყველა ქალი შოპაჰოლიკი არ არის, ბევ მათგანს საყიდლებზე სიარულს მეგობრებთან ერთად მყუდრო კაფეში დაჯდომა და საუბ
არი ან ჰობით (კულინარია, ცურვა, ხატვა, ცეკვა) დაკავება ურჩევნია.

2. ქალს სძულს, როდესაც მამაკაცი ფულს არ იხდის

ბევრი ჩვენგანი მომხრეა, რომ გადასახადები (კომუნალურები, რესტორნის ანგარიში და ა.შ ) თუ სხვა დანახარჯები ქალსა და მამაკაცს შორის ზუსტად შუაზე გადანაწილდეს და თავად არავითარი პრივილეგიით არ ისარგებლოს.

3. ქალები სანდო არ არიან მენეჯმენტში

ქალებს არ მართავთ ფულისადმი დაუმორჩილებელი ლტოლვა, ისინი არაჩვეულებრივად აცნობიერებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას და შეუძლიათ პირწმინდად შეასრულონ იგი.

4. ქალებს აღიზიანებთ ფულზე საუბარი

შეიძლება თქვენი დედების თაობში ფულზე საუბარი უხერხული ან გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა. ქალების 60 %-ს აქვს ფინანსების მართვისთვის საჭირო უნარჩვევები, განათლება და მონდომება, შესაბამისად მათთვის ფულზე საუბარი კომფორტულია.

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS