ესპანელი მსახიობის მონაწილეობით იტალიელი რეჟისორის სერჯო კასტელიტოს ფილმი `ორჯერ დაბადებული~ ახლახან გამოვიდა ეკრანებზე და ამბობენ, რომ მაყურებელს დიდ სენსაციებს ჰპირდება. მით
პენელოპა ფილმში მარტოხელა დედას ასახიერებს, რომელსაც სარაევოში ჩაჰყავს შვილი, იქ, სადაც ბავშვის მამა ომის დროს დაიღუპა. აეროპორტში ხვდება დიდი ხნის მეგობარს და ახალი სასიყვარულო ურთიერთობაც ვითარდება.
რაც ყველაზე საინტერესოა, ფილმის გადაღებებზე პენელოპა უკვე ორსულად იყო მეორე ბავშვზე, თუმცა ჯერ მუცელი ისე არ დამრგვალებოდა, რომ გადაღებებისთვის შეეშალა ხელი. ახლა მსახიობი დამსახურებული დასვენებით სარგებლობს და მეორე ვაჟის დაბადებას ელოდება. მისი პირველი შვილი ლეონარდო, რომელიც თავის ქმარსა და კოლეგასთან, ჰავიერ ბარდემთან გაუჩნდა, უკვე 2 წლისაა.