გერმანელების კვლევის მიხედვით, ოცი წლის ადამიანს, რომელსაც დაბალი ხელფასი აქვს, უფრო უხარია სამსახურში სიარული (და მიცემულ დავალებას მეტი ენთუზიაზმით ეკიდება) ვიდრე 40 წლის, მაღალანაზღაურებად თანამშრომელს.
ინდივიდი რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს, მით უფრო დიდი კონკურენციის წნეხის ქვეშ უწევს მოღვაწეობა. შესაბამისად, იგი ქრონიკულად დაძაბულია, კარიერას სწირავს მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობას. ირონიულია ის ფაქტი,
ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ წარმატებული ქალების 5 საიდუმლოს. პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ თითოეულ მათგანს თავისი სამსახური ძალიან უყვარს.
იმუშავეთ ისე თითქოს ახალი თანამშრომელი ხართ
,,ახალი ცოცხი კარგად გვის." ეს პრინციპი ხშირ შემთხვევაში ძალიან რეალურია. ჩათვალეთ რომ თქვენს კომპანიაში ახალი თანამშრომელი ხართ, მაშინაც კი თუ იქ მუშაობის რამდენიმეწლიანი სტაჟი გაქვთ. ეს აზრი მოსვენების საშუალებას არ მოგცემთ და მუდამ მზად იქნებით ახალი წინააღმდეგობების გადალახვისთვის.
იმუშავეთ ჭკვიანურად და ტყუილად არ დახარჯოთ ბევრი დრო
ადამიანებს ჰგონიათ, რომ მნიშვნელოვანია მუშაობის დრო, მაშინ როდესაც პრივილეგია მუშაობის ხარისხს უნდა მიანიჭონ. მაგალითად, კომპიუტერთან დიდ ხნის ჯდომის შემდეგ თქვენ შეიძლება აგტკივდეთ თავი და გადაგეღალოთ თვალები, რაც საქმის ბოლომდე მიყვანაში ხელს შეგიშლით. იყავით ოპერატიულები.
დღის განმავლობაში გამოჰყავით დრო იმისთვის რაც გიყვართ
შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ თუ გიტარაზე დაკვრა გსიამოვნებთ, შეგიძლიათ მას ადგილი გამოუყოთ თქვენს კაბინეტში და დასვენების პერიოდში დაუკრათ. არაჩვეულებრივი იდეაა მეგობრებთან ერთად სეირნობაც, განსაკუთრებით მაშინ როდესაც სამსახურში ჯდომა გიწევთ.
ისწავლეთ უარის თქმა
თემების, ესეებისა და თხზულებების წერა ყოველთვის კარგად გამომდიოდა. ეს ადვილად შენიშნეს ჩემმა კლასელებმა და კურსელებმა, ჭკუა იხმარეს და თავის სასარგებლოდ გამოიყენეს კიდეც. ძალიან ხშირად მთხოვდნენ მათთვის დავალება დამეწერა. მეც ყოველთვის ვთანხმდებოდი, უარის თქმა მიჭირდა. ერთ დღეს ჩემმა ლექტორმა დამიბარა და დამარიგა, რომ სწორ დროს ნათქვამ ,,არას" უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ადამიანებს პირადი პრობლემები თავზე საყრელად გვაქვს, შესაბამისად თუ სამსახურში სხვის სამუშაოსაც თქვენ იკისრებთ ეს უარყოფითად ასიახება თქვენს ჯანმთელობაზე და სოციალურ ურთიერთობებზე. უფრო გადაიღლებით და ძალების აღდგენას ვერ მოასწრებთ, იქნებით გაღიზიანებული, შემოგაკლდებათ დრო. იცოდეთ, ყველამ თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს და თქვენ ვალდებული არ ხართ კოლეგას საქმე შეუმსუბუქოთ. იგი ამაში ფულს იღებს.
ჰკითხეთ თქვენს თავს რა გაკლიათ
თუ უკმარისობის გრძნობა გაქვთ და გგონიათ, რომ დროს მაქსიმალურად ვერ იყენებთ, ჩამოწერეთ რას გააკეთებდით დაკისრებული მოვალეობების გარდა და გაესაუბრეთ ამის შესახებ უფროსს.
რადა მახარაძე