14 ივლისი, 2013
ჯენიფერ ლოპესი თურქმენეთის პრეზიდენტთან სიმღერისთვის გააკრიტიკეს
აღნიშნული ფონდი თურქმენეთში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მძიმე მდგომარეობას ხშირად აპროტესტებს და ამიტომაც გამოეხმაურა ლოპესის გამოსვლას პრეზიდენტის კორპორატიულ წვეულებაზე.
ჯენიფერ ლოპესი, ფილიპ კირკოროვი და სხვა მომღერლები გასულ კვირას თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის დაბადების დღეზე გამოჩნდნენ, რამაც უფლებათა დამცველების კრიტიკა გამოიწვია.

წლის იუბილე თურქმენეთის მეთაურმა ტრადიციულად აღნიშნა, კასპიის ზღვის სანაპიროზე, ნაციონალურ ტურისტულ ზონა „ავაზაში“ ქალაქ თურქმენბაშისთან. კონცერტი ღია ცის ქვეშ გაიმართა. ლოპესმა თურქმენეთის პრეზიდენტს ტრადიციული Happy birthday, mister president! უმღერა. სავარაუდოდ, ჯეი ლომ, კირკოროვმა, ანი ლორაკმა და
სხვა ვარსკვლავებმა ამ გამოსვლაში სოლიდური ჰონორარები მიიღეს.

ადამიანის უფლებების დამცველმა ფონდმა Human Rights Watch-მა ამასთან დაკავშირებით ლოპესს ღია წერილით მიმართა: „რა თქმა უნდა, ქალბატონ ლოპესს, რომელმაც ფული უნდა იშოვოს, შეუძლია თავისუფლად აირჩიოს, რომელი დიქტატორის წინაშე უნდა გამოვიდეს, მაგრამ ასეთი ქმედებები ახდენს მისი რეპუტაციის, როგორც პროგრამა `ამნესტი ინტერნეშენელის~ აქტიური მონაწილისა და მექსიკელი ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლის“ დისკრედიტაციას.

აღნიშნული ფონდი თურქმენეთში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მძიმე მდგომარეობას ხშირად აპროტესტებს და ამიტომაც გამოეხმაურა ლოპესის გამოსვლას პრეზიდენტის კორპორატიულ წვეულებაზე.

თვით მომღერლის წარმომადგენლები კრიტიკას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ჯეი ლო არ გამოვიდოდა ამ ღონისძიებაზე, რომ სცოდნოდა ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების პრობლემების შესახებ. გარდა ამისა, ეს იყო კერძო კორპორატიული ღონისძიება, რომელიც თურქმენეთში მოქმედმა ჩინურმა კორპორაციამ დააფინანსა და არ ფინანსდებოდა ხელისუფლების მიერ. ჯეი ლოს წარმომადგენლების თქმით, კორპორატიული ღონისძიების ორგანიზატორებმა ბოლო მომენტში სთხოვეს ჯეი ლოს, სცენიდან მიელოცა პრეზიდენტისთვის დაბადების დღე, რასაც ის „თავაზიანად დათანხმდა“.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS