კრისტი ბრინკლისთვის დრო თითქოს გაჩერდა. ლეგენდარული მოდელი, რომლის კარიერა 1970-იან წლებში დაიწყო, 59 წლის ასაკშიც შესანიშნავად გამოიყურება და ფოტოსესიებზეც არ ამბობს უარს.
კრისტი ბრინკლის სილამაზე საყოველთაოდ აღიარებულია - თავის დროზე ის თანამედროვე თოჯინა ბარბის ერთ-ერთი პროტოტიპი იყო, კოსმეტიკური ბრენდებისა და პლასტიკური ქირურგიის კლინიკის სახე, მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზი სუპერმოდელიდან ერთ-ერთი. არადა, უწინდელ ფოტოებზე კრისტი ამბობს, რომ თავი არც ისე უბადლო
„ცოტა ხნის წინ წავაწყდი ჩემს ძველ ფოტოს „ფეისბუქზე“ . ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ვიღებდით მას და რა მსუქანი მეგონა თავი. ახლა ვხვდები, რომ მაშინ ძალიანაც კარგად გამოვიყურებოდი. მაგრამ ეს ახალგაზრდობის თავდაუჯერებლობის ბრალი იყო“ ,- ამბობს ბრინკლი.

როგორ ინარჩუნებს სილამაზეს? მისი თქმით, ეს ვეგეტარიანული დიეტის დამსახურებაა. განსაკუთრებით მოსწონს ვაშლის დიეტა. თუ სწრაფად სჭირდება გახდომა, თხევად დიეტებს იყენებს. როცა ძალიან უნდება ტკბილეული, ბანანის ჩიპსებს მიირთმევს.
გარდა ამისა, ყველა ძველი მოდელის მსგავსად, ისიც „მეგობრობს“ სპორტთან, მაგალითად, აერო-ბიკასთან. ცოტა ხნის წინ თავისი საკუთარი კოსმეტიკური ხაზი გამოუშვა და ამ საშუალებებს თავადაც იყენებს.
კიდევ ერთი უჩვეულო ფაქტი: ოთხჯერ იყო გათხოვილი და ამდენჯერვე განქორწინდა, თუმცა მაინც მიაჩნია, რომ ძალიან გაუმართლა პირად ცხოვრებაში, რადგან სამი შვილი ჰყავს. უმცროსი გოგონა 15 წლისაა, უფროსი კი- 27-ის.
ბრინკლი ძალიან პოზიტიური ადამიანია, გამუდმებით ოპტიმისტურ განწყობაზეა და სწორედ ცხოვრებისადმი ასეთი დამოკიდებულებაა მისი ახალგაზრდობის საიდუმლო.

ჟურნალი „რეიტინგი“