არავის უნდა დაბერება, სამუდამო ახალგაზრდობის წყარო კი ჯერ არ აღმოუჩენიათ. ამ სტატიაში გაეცნობით შვიდ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ იმაზე ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ ვიდრე სინამდვილეში ხართ და რაც მთავარია, ქირურგიული ჩარევის გარეშე.
გამოიძინეთ
ძილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისა და გონების სწორად მუშაობისთვის. თქვენი დარღვეული რეჟიმი პირდაპირპროპორციულად აისახება თქვენს კანზე. დილას სახე აჭრელებული დაგხვდებათ, შეიძლება გამონაყარმაც შეგაწუხოთ.
დააკვირდით პოზას რომელშიც გძინავთ
მოერიდეთ ერთი და
ყურადღება მიაქციეთ როგორ მესიჯობთ
მობილური თვალის გასწვრივ დაიჭირეთ, რომ წერისას პირდაპირ იყუროთ და ქვემოთ ჩახედვა არ მოგიწიოთ. ამ შემთხვევაში ქუთუთოებზე ნაოჭების წარმოქმნის რისკს ამცირებთ.
გაუფრთხილდით თმას
ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ვარცხნილობაა ე.წ კიკინია. (მას ცხენის კუდსაც ეძახიან). თმის შეკვრისას ძალიან არ მოიჭიროთ რეზინა. დაჭიმულობის შემდეგ თმის ღერები უფრო ადვილად ცვივა, ვიდრე ჩვეულებრივ.
პირსახოცი რბილი უნდა იყოს
სახეს მოარიდეთ უხეში პირსახოცი, იგი აზიანებს კანს.
აუცილებლად ივარჯიშეთ!
ხშირ შემთხვევაში ქალებს ვარჯიში ეზარებათ. მაშინაც კი თუ იციან რამდენად საჭიროა ფიზიკური დატვირთვა. მოერიეთ სიზარმაცეს!
ჭამეთ სტაფილო
გავრცელებულია მოსაზრება, რომ სტაფილო სიმაღლეში ზრდის. ამის გარდა მას სხვა ბევრი დადებითი ,,თვისება" აქვს, რადგან სავსეა ვიტამინებით. სტაფილო აუმჯობესებს კანსა და მხედველობას.
რადა მახარაძე