"საზღვარგარეთ ვცხოვრობ. ერთხელ ქმართან ერთად ჩავედი სამშობლოში, დედასთან. შევკრიბე ნათესავები და პიკნიკზე წავედით, მწვადების შესაწვავად. გადავწყვიტეთ, იქვე, დედაჩემის სახლთან ახლოს, ტბის პირას მდელოზე დავმსხდარიყავით. მთელი
ადგილზე რომ მივედით, პირველი შოკი იქ დამემართა. მდელო აღარ ჰგავდა არაფერს – ზოგიერთი ადგილი გადამწვარ-გადახრუკული იყო, ზოგან – ნაგვით, პლასტმასის ბოთლებით და ათასგვარი ნარჩენით სავსე, ძლივს ვიპოვეთ ასე თუ ისე სუფთა ადგილი დასაჯდომად. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი.
ცეცხლი გავაჩაღეთ, მწვადი გემრიელი გამოვიდა, თუმცა გარშემო გამეფებული სიბინძურე და გადახრიოკებული მდელო ძალიან მთრგუნავდა... ტბაც კი ამღვრეული იყო სიბინძურისგან. შიგნით შესვლა და ბანაობა ვერ გავბედე.
თავიდანვე ვუბრძანე ახლობლებს, ნაგავი არ დაეყარათ ბალახსა და ბუჩქებში, სპეციალურად წავიღე პარკები მათ ჩასაწყობად. თვითონვე შევამოწმე, რომ ჩვენს მერე იქ ნაგავი არ დარჩენილიყო. მენანებოდა ეს მდელო და ხმამაღლა გამოვხატავდი აღშფოთებას იმათი მისამართით, ვინც გააუბედურა ეს ადგილი, სადაც თავადვე ისვენებს. მდელოდან ას მეტრში დგას ნაგვის ურნები და ნუთუ ძნელია იქამდე ნაგვის მიტანა?
უკვე წამოსვლას ვაპირებდით, რომ აღმოვაჩინე, ნაგვით სავსე პაკეტი არავის ეჭირა ხელში.
იხილეთ გაგრძელება