13 მარტი, 2015
ფრაზები მათთვის ვინც დღეს სექსით დაკავებას აპირებს
სექსამდე, ინტიმური კავშირისას და მის შემდეგ ქალთან საუბარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობისა და თავად აქტისთვის. თუ პარტნიორს დაინახავ, გაუღიმებ და იმწუთასვე ტანსაცმლის გახდას დაუწყებ, ის შეიძლება რამდენჯერმე აგყვეს, შემდეგ კი აუცილებლად გაუჩნდება ეჭვი, ნუთუ მხოლოდ ლოგინისთვის ვუნდივარ და არაფერი გაქვთ მასთან სასაუბრო. იმისთვის, რომ მას არასწორი წარმოდგენა არ შეექმნას ან უბრალოდ გულნატკენი არ დატოვო, არ დაგავიწყდეს საჭირო დროს დიალოგის წამოწყება.

სექსამდე:

1. ,,თმა ასე ძალიან გიხდება!"

აუცილებელია ქალს აგრძნობინო, რომ მომხიბვლელია და თავდაჯერებულობა შემატო. სანამ ხაზს
გაუსვამ მის აშკარა ღირსებებს, კანს, მკერდს, საჯდომს, მოგრძო კისერს ან რაიმე სხვას, კომპლიმენტი უთხარი იმასთან დაკავშირებით რაზეც თავად შფოთავს (თუნდაც უმიზეზოდ.) მაგალიათად: ურჩი თმა, ოდნავ წამობურცული მუცელი.

2. ,,საოცრად იცი კოცნა!"

ქალისთვის უმნიშვნელოვანესია იცოდეს რას ფიქრობს კაცი მის კოცნასთან დაკავშირებით.

3. ,,ძალიან კარგად ვგრძნობ თავს შენთან ერთად."

იმისთვის, რომ სურვილით წამოანთო სულაც არ არის აუცილებელი ,,ბინძური საუბრები." როდესაც ქალი ხვდება, რომ მამაკაცის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, უფრო ვნებიანი ხდება.

4. ,,ვერ ვითმენ ისე მინდა, რომ შენთან ვიყო..."

სექსისას:

1. ,,ძალიან მიყვარს შენი სუნი..."

რა მიგაჩნია ყველაზე მიმზიდველად საყვარელ ქალში? მოიქციე ხელებში ან შეეხე ტუჩებით, ენით, დაადეთ თავი ან სახე და უთხარი რომ მისი სხეულის ეს ნაწილი ძალიან გიყვარს.

2. ,,განსაკუთრებული გემო გაქვს...''


როგორც თავად ღელავ იმასთან დაკავშირებით მოსწონს თუ არა შენი კანის გემო პარტნიორს, ისევე (არა, უფრო მეტადაც კი) ნერვიულობს ქალი. უთხარი, რომ არაჩვეულებრივი გემო აქვს!

3. რა სექსუალური ხარ ამ პოზაში!

ქალი შეიძლება თვლიდეს რომ სექსის რომელიმე პოზაში სასაცილოდ ან უხერხულად გამოიყურება, შესაბამისად ინტიმური აქტისგან ვერ მიიღებს სიამოვნებას. მოუხსენი მას დაძაბულობა.

სექსის შემდეგ:

1. ,,ვაუ!"

ლაკონური, მაგრამ მრავლისმთქმელი!

2. ,,მადლობა."

აგრძნობინე, რომ ინტიმური კავშირი არ გგონია მისი მოვალეობა. სექსი ერთგვარი საჩუქარია, არა? ქალი, რომელმაც გასიამოვნა, ნამდვილად იმსახურებს მადლიერებას.

3. ,,ნეტავ, შემეძლოს აქ, შენთან ერთად, სამუდამოდ ვიწვე..."

ეს ფრაზა სასიყვარულო სიმღერის ტექსტის მონაკვეთივით ჟღერს, მაგრამ ქალი ბედნიერია, როცა ხედავს, რომ მასთან ყოფნა სიმშვიდეს გგვრის და გიხარია.

4. ,,ჭკუიდან კინაღამ გადავედი, როცა..."

ესაუბრე იმაზე თუ რით გასიამოვნა ყველაზე მეტად და შეაქე.

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS