1. არასოდეს გაცნობს თავის მეგობრებს
არ დაიჯერო, რომ კაცს რამდენიმე მეგობარი ან კოლეგა მაინც არ ჰყავს. თუ დიდი ხანია ხვდებით ერთმანეთს
2. სიმართლეს ჩახედე თვალებში: ის არ აწყობს რომანტიკულ პაემნებს
თქვენ ხვდებით ერთმანეთს, მაგრამ არა რომანტიკულ ვითარებაში. შეიძლება სახლში გამოგიაროს ან მანქანით გაგასეირნოს, არც კინოში დაპატიჟებაა გამორიცხული. პრიმიტიული ქმედებებით შემოიფარგლება.
3. შენთან აზრიან დიალოგებს თავს არიდებს
გესაუბრება მსუბუქ თემებზე და არასდროს მიიწევს სიღრმეებისკენ. არ აინტერესებს შენი პრინციპები და ცხოვრებისეული შეხედულებები.
4. მისი კომპლიმენტები ყოველთვის გარეგნობას შეეხება
,,რა ლამაზი კაბაა! როგორ გიხდება!"
,,რა სექსუალურად გამოიყურები."
,,ეს დეკოლტე ხაზს უსვამს შენს მიმზიდველ მკერდს".
რა თქმა უნდა, თქვენი ფიზიკური მონაცემები უნდა მოსოწონდეს, მაგრამ შენ სხვა არაჩვეულებრივი ადამიანური ფასეულობებიც გაქვს. მაგალითად: ხარ კეთილი, მომთმენი,ერთგული, მიზანდასახული, შეგიძლია მიტევება და ა.შ
5. მისთვის საკუთარი ორგაზმი უფრო მნიშვნელოვანია.
კაცი საწოლში მარტო თავის თავზე არ უნდა ფიქრობდეს. პირველ რიგში ქალს უნდა ანიჭებდეს სიამოვნებას.
6. ლანძღავს ან ცუდად მოიხსენიებს ძმაკაცების შეყვარებულებს.
მამაკაცს ჭორაობა არ შეშვენის. თუ იგი ახლობლების საყვარელ ქალებს არ სცემს პატივს, გარანტია არ გაქვს, რომ შენ პატივისცემით მოგექცვევა.
7. სოციალურ ქსელებში მხოლოდ სექსის ამსახველ სურათებსა და გიფებს გიგზავნის და მიმოწერისას მთავარი სასაუბრო თემა ინტიმია.
რადა მახარაძე