კომპრომისი აუცილებელია
- მოიცადე, შენ რა გინდა რომ ყოველ ღამით მეგობრებთან ერთად გასართობად არ წავიდე?
- ჰო, მსურს ჩემთან დარჩე და ერთად ვუყუროთ ფილმს.
მეგობრებზე უარის თქმას და სანაცვლოდ რომანტიკულ საღამოს მხოლოდ შეყვარებული თუ შესთავაზებს ბიჭს. ამ დროს ვაჟი ხვდება, რომ ყველაფერი ძველებურად აღარ არის (
სექსი
უსიყვარულო სექსსა და სიყვარულით ინტიმს შორის უდიდესი განსხვავებაა. პირველ შემთხვევაში კაცი იკმაყოფილებს მოთხოვნილებას, ხოლო საყვარელ ქალთან დაწოლისას ის ბედნიერია, თავს უსაფრთხოდ და იმედიანად გრძნობს, სიამოვნება უორმაგდება.
დედამიწაზე მხოლოდ შენ არ ხარ!
პირველი სიყვარული მამაკაცს ახვედრებს, რომ ყველა ურთიერთობას შეიძლება ჰქონდეს დასასრული. შესაბამისად იგი იწყებს ბრძოლას რომანის შესანარჩუნებლად.
ურთიერთობები დისკომფორტს ქმნის
ადამიანები განსხვავებულად ავღვიქვამთ მოვლენებს, შეუძლებელია ყველაფერზე დაეთანხმოთ ერთმანეთს, აზრთა სხვადახვაობა დისკომფორტს ქმნის.
დაშორება ძალიან მტკივნეულია!
კაცები იშვიათად ირთავენ ცოლად თავიანთ პირველ სიყვარულს... რაც უფრო ძვირფასია მათთვის ქალი მით უფრო უჭირთ დაშორების გადატანა. ამ მძიმე პერიოდის დასაძლევად ძირითადად რამდენიმე ხერხს მიმართავენ:
ა. დალევა
ბ. ძმაკაცებთან ერთად 24 საათის გატარება და გართობა
გ. ქალების ელვისებური სისწრაფით ცვლა
რადა მახარაძე