რა ზღაპრულადაც არ უნდა ჟღერდეს, წყვილების გარკვეული ნაწილი ერთად ბერდება. აი რაშია მათი საიდუმლო:
1. ყოველთვის გამოჰკითხეთ როგორ ჩაიარა მისმა დღემ, დაანახვეთ რომ საინტერესოა თქვენთვის.
2. ნუ მიანიჭებთ ჩხუბს დიდ მნიშვნელობას, არ ჩათვალოთ რომ ყველაფერი დასრულდა.
3. აკოცეთ მისალმებისას და დამშვიდობებისას.
4. ურთიერთობის ღერძი კომპრომისია, ხან ერთმა უნდა დათმოს, ხან - მეორემ.
5.
6. მის ოჯახს ისე მოექეცით, როგორც საკუთარს.
7. გაახარეთ ერთმანეთი სასიამოვნო სურპრიზებით.
8. ნუ დაგეგმავთ ორმაგ პაემანს თუ თქვენი პარტნიორი ვერ ეწყობა თქვენს მეგობარს.
9. რაც უფრო ხშირად გაუმეორებთ, რომ გიყვართ, მით უკეთესი!
10. როცა ავად გახდება ნუ უსაყვედურებთ.
11. გაუმარტივეთ ერთმანეთს ცხოვრება და შეუმსუბუქეთ ყოფითი პრობლემები. მაგალითად, თავად გადაყარეთ ნაგავი, მისი სამოსი სარეცხის მანქანაში შეყარეთ, დარეცხეთ ჭურჭელი.
12. არ ალოდინოთ, დააფასეთ მისი დრო.
13. სხვისი თანდასწრებით არ ეხუმროთ ერთმანეთს ნაკლოვანებებზე.
14. თუ ვინმე ცუდად მოიხსენიებს თქვენს მეორე ნახევარს, შეეკამათეთ მას, დაიცავით თქვენი რჩეული.
15. ერთმანეთს თქვენი გეგმები გაუზიარეთ.
16. დაუტოვეთ ერთმანეთს პირადი სივრცე.
თათული ღვინიანიძე