11 ივლისი, 2013
ივან ურგანტმა ქართველ ცოლს ბინა ცათამბჯენში უყიდა
ნატალია ამჟამად კვლავ ორსულად არის. ეს მისთვის მეოთხე შვილი იქნება, ივანისთვის - მეორე. რუსი მსახიობის, ტელეწამყვანისა და შოუმენის ივან ურგანტის სახელი საქართველოში ბევრისთვის არის ცნობილი. რა ხანია მის გვერდით ქართველი ქალია - ნატალია კიკნაძე, რომელიც ვარსკვლავ ქმარს ხშირად ახლავს თან სხვადასხვა ღონისძიებაზე. ივანიც ქართველ ცოლს ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებს.

სულ ცოტა ხნის წინ მან 3 მლნ დოლარად ღირებული აპარტამენტები იყიდა მოსკოვის ცენტრში, პრესტიჟულ ცათამბჯენში ''ოქროს კოშკი''. ეს შენობა ყველაზე მაღალია ევროპაში და მისი აშენება არც ისე დიდი
ხანია, დასრულდა. ურგანტის ბინა ორიარუსიანი, 250 კვადრატული მეტრი ფართის მქონე აპარტამენტებია.

სანამ მოსკოვურ ბინას შეიძენდა, მანამდე ივანმა გრანდიოზული აგარაკიც იყიდა, რომელსაც თავისი ხმის ჩამწერი სტუდია, კინოდარბაზი და საბილიარდო აქვს. ამ კომპლექსს ურგანტი და მისი ცოლი რამდენიმე წელი აშენებდნენ მოსკოვთან ახლოს, რუბლიოვკაზე.
მანამდე კი ივანი ცოლის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა სანქტ-პეტერბურგში. მისი წინა საცხოვრებელი სახლი მის პირველ ცოლს დარჩა - ტატიანა გევორქიანს, ტელეწამყვანს, რომელთანაც შოუმენმა ხუთი წელი იცხოვრა.

ნატალიასაც ჰქონდა მანამდე ოჯახი - მისი ქმარი ბიზნესმენი თემურ კუტალია იყო, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. ივანთან 2008 წელს გააჩინა ქალიშვილი ნინა. მას სახელი ურგანტის ბებიის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ცნობილი ფილმის ''ბელორუსული სადგურის'' ვარსკვლავი იყო. ნატალია ამჟამად კვლავ ორსულად არის. ეს მისთვის მეოთხე შვილი იქნება, ივანისთვის - მეორე. ურგანტი ნანატრ ვაჟს ელოდება, თუმცა ბავშვის სქესს ჯერ არ ახმაურებენ.

სხვათა შორის, ნატალია და ივანი ერთმანეთს ჯერ კიდევ სკოლიდან იცნობენ და ამბობენ, რომ მაშინაც უყვარდათ, თუმცა სკოლის მერე მათი გზები გაიყარა. ნატალია ქართველ ბიზნესმენს გაჰყვა ცოლად, ივანიც თავის გზას გაუყვა კარიერის ასაწყობად. წლების შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და ძველი სიყვარულიც გაახლდა. ახლა ივანი ხშირად ამბობს, რომ ნატალია მისი ერთადერთი და საბოლოო სიყვარულია.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ჯულიეტა
ბიჭი ძალიან მაგარია სიმპატიური და ეს ქართველი რამ მოაყვანინა უიმეეე
05:22 / 13-07-2013
გამოხმაურება / 1 /
julietas
ქართველს რას უწუნებ?არაჩვეულებრივი ადამიანია , წესიერ ოჯახში აღზრდილი,ცხოვრებაში ბევრად უკეთესი,თუმცა ამ სურათზეც ლამაზია,ძალიან კარგი ტანფეხი აქვს და რაც მთავარია კარგი შვილი,დედა და მეუღლეა,პირადად ვიცნობ მის მშობლებს, ლენინგრადშივ ვსტუმრობდით,ნატაშა მაშინ სკოლის მოსწავლე იყო,რაჭაშიცკი გვყავდა.
01:03 / 17-04-2018
ლალო
კუტალია, კუტალაძე...რა უბედურებააა))
20:33 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ღმერთმა ყველა ქალი ჩააგდოს ამ ბედში.
16:07 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დია
ულამაზესი ცყვილია
15:31 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ :)
12:57 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მცინარა
ყველა ქალი ბედნიერებას იმსახურებს
09:57 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლიტა
რა კარგია.ძლივს არ წავიკითხე ქართველი ქალის ბედნიერებაზე სტატია
06:16 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS