07 მარტი, 2015
5 ფაქტი კოცნის სარგებლიანობის შესახებ
ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 90%-ზე მეტი გრძნობებსა და ემოციებს კოცნით გამოხატავს. თუმცა თუ გგონიათ, რომ კოცნის შესახებ ყველაფერი იცით და ახალს ვერაფერს გაიგებთ, ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ფაქტები:

ოვულაცია ახლოსაა
რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ქალებს რომანტიკული კოცნის სურვილი მაშინ უფრო უძლიერდებათ, როცა ოვულაცია სულ ახლოსაა, ანუ მაქსიმალურად არიან მზად დაორსულებისთვის. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ოვულაციისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

გაძლიერებული ლიბიდო
მკვლევარების დასკვნით, კოცნის დროს ქალებს მამაკაცებისგან ჰორმონი ტესტოსტერონი გადაეცემათ, რომელიც სექსუალურ სურვილს აძლიერებს.

ბედნიერების ჰორმონი
კოცნისას ტვინი სისხლში სპეციალურ ქიმიურ ნივთიერებას უშვებს, რომელიც განწყობას ამაღლებს, ასევე ამყარებს პარტნიორთა ემოციურ კავშირს. როგორც კი ენდორფინები სისხლში გაიფრქვევა, სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონე მომენტალურად ქვეითდება.

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS