03 მარტი, 2015
რატომ ჰყავს ტიბეტელ ქალს ბევრი ქმარი?
ტიბეტში დრო თითქოს სხვანაირად მიდის, ზოგს ისიც ეჩვენება, რომ საერთოდ არ მიდის - ცამდე აღმართული მთების ძირში საკმაოდ მკაცრ პირობებში მცხოვრებ ხალხს, რომელთა ძირითადი რელიგია ბუდიზმია, საუკუნეების ტრადიციების დიდი ნაწილი შენარჩუნებული აქვს.

საკმაო სიღარიბეში და არც ისე თავისუფალ გარემოში (ოფიციალურად ტიბეტი ჩინეთზეა დამოკიდებული) დაახლოებით 6 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ისინი უბრალოდ ცხოვრობენ და ტიბეტის თვითმყოფადობის შენარჩუნებას წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციებისადმი ერთგულებით თუ ახერხებენ.

ყველაზე გახმაურებული და სხვა ქვეყნების მცხოვრებთათვის გასაოცარი ტრადიცია პოლიანდრიაა, როდესაც ერთ ქალს რამდენიმე ქმარი
ჰყავს, თუმცა ეს სულაც არ აიხსნება ქალების კაცთმოყვარეობით ან ქალების დეფიციტით, არამედ ეკონომიკური მიზეზებით არის განპირობებული.

Rating

ღარიბ ოჯახებს უჭირთ რამდენიმე ქალის სათხოვნელად საზღაურის გადახდა გოგოს ოჯახისთვის, ამიტომ ერთი მოჰყავთ, უფროსი შვილისთვის, და ის ერთი ცოლი ხვდება დანარჩენ ძმებსაც. გარდა ამისა, როდესაც ცოლი ერთია, ოჯახიც ერთია და ძმებს შორის ქონების გაყოფის აუცილებლობაც აღარ ჩნდება.

ასეთ ოჯახებში მთავარი უფროსი ვაჟია, ის არის ოჯახის მემკვიდრეც, უმცროსი ძმები კი უბრალოდ უერთდებიან ამ ქორწინებას. ყველა ძმა ერთად უძღვება მეურნეობას, ცოლის სარეცელს კი მკაცრი რიგითობით სტუმრობენ და დანარჩენების გაფრთხილების ნიშნად, კართან თავიანთ ფეხსაცმელს ტოვებენ.

სხვათა შორის, ასეთ ოჯახებში რძალთან მამამთილის დაწოლაც მიღებულია. მამობის საკითხი ამგვარ ქორწინებებში ძალიან იშვიათად დგება. ყველა ბავშვს ჰყავს საერთო დედა, რომელიც მათ ზრდის და ყველა ბიჭს, როგორც მათ მამას, მომავალში საერთო ცოლი ეყოლება.

Rating

ტიბეტში ძალიან ბევრი ბუდისტი ბერია. მრავალქმრიანობამ და ბერების უბიწობის აღთქმამ შედეგად ის გამოიწვია, რომ გოგონებს შორის საშინელი კონკურენციაა და კიდევ - საკმაოდ ლმობიერი დამოკიდებულება აქვთ უკანონო ურთიერთობებისადმი.

თუ გაუთხოვარი გოგონა დაორსულდა, მომავალი ბავშვის მამა ვალდებულია, მის ოჯახში ბავშვის დაბადებამდე და მას მერე ორი კვირა იმუშაოს, რის შემდეგაც გოგოს მშობლები მას მადლობას უხდიან და უშვებენ, ახალშობილს კი ჩვეულებრივ ზრდიან.

Rating

ბევრ ახალგაზრდას ტიბეტში ყელზე აქვს დაკიდებული მონეტების სამკაული. თითოეული მონეტა საყვარლისგან მირთმეული ამურული საჩუქრის სიმბოლოა. თუ სამკაულში ცოტა მონეტაა, ე.ი. გოგონა არც ისე პოპულარულია მამაკაცებს შორის და გათხოვების შანსი ნაკლებად აქვს.

უცხოელთან რომანი ყველაზე ძვირად ფასობს და სამკაულებში მარჯნის ბურთულით აღინიშნება. ამიტომ, თუ გოგონას ყელზე რამდენიმე მარჯნის ბურთულა ჰკიდია, ის ერთ-ერთი შესაშური საპატარძლოა.

ყველაზე დიდი მხიარულება კი ტიბეტელებისთვის ქორწილია, რომელიც შეძლებისდაგვარად პომპეზურიც არის. იქ ბევრს სვამენ, განსაკუთრებით ლუდს, რომელსაც აყოლებენ მარცვლეულს და ტკბილეულს. სვამენ ქალებიც და ყველა ცდილობს, ამ დღეს მხიარულება არ მოიკლოს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ქართველი
თქვე კაი ხალხო რატომ უნდა გადაშენდნენ??იცავენ და უყვართ თავიანთი რელიგია,ტრადიცია,ყველა ერთნაირი შეგნების ხომ არ იბადება???? )) ჩეენ რა,არ გვქონდა ტრადიციები,რომლებმაც თანდატან მარაზმის სახე მიიღო და ამოიძირკვა?? აბა ეთნოგრაფიას გადახედეთ და დაფიქრდით..არ გეგონოთ რომ ორქმრიანობას ვემხრობი,უბრალოდ ერთი რომ წერს ,,გადაშენდითო'',--რატომ უნდა გადაშენდნენ?? არ ეყოფათ ჩინეთის ბატონობა??
15:14 / 06-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
უნდა გადასჰენდეს საერტოდ ასეტი ერი
09:21 / 19-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მმმმ
ამ იდიოტებს რა ბედნიერი სიფათები აქვთ
20:03 / 06-03-2015
გამოხმაურება / 0 /
კატო
რა გარყვნილებაა?ნუტუ საქარტველოსი ეს ვინმეს მოსწონს.სრული მარაზმი,გარყვნილება.ქარტულ ტრადიციებს არც ერტი ერის ტრადიცია არ სეედრება.
10:11 / 05-03-2015
გამოხმაურება / 0 /
v
და ვიღაცეები კიდე ქადაგებენ, რამხელა სულიერებაა ტიბეტშიო....:)
15:58 / 04-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
კოშმარიიიიი,რა ბედნერებაა საქართველოში რომ დავიბადე და ქართველი რომ ვარ :)
12:46 / 04-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნნნნნნნნნნნნნ
რძალტან მამატილის ანუ მამამთილების დაწოლა მიგებულია,მარა ტუკი ბაბუებიც დახვდა მასჰინ ხარ ცოდო
12:20 / 04-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მდა
რა კოშმარია, რა გარყვნილები არიან :/
11:30 / 04-03-2015
გამოხმაურება / 0 /
rezo
Ra sashineledaa
21:53 / 03-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS